შილდაში გარდაცვლილი ქალის მაზლი, რომელმაც რძლის დაკრძალვის დღეს თვითმკვლელობა სცადა, ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს

შილდაში გარდაცვლილი ქალის მაზლი, რომელმაც რძლის დაკრძალვის დღეს თვითმკვლელობა სცადა, ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს

ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის მაზლი, რომელმაც რძლის დაკრძალვის დღეს თვითმკვლელობა სცადა, თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში, ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს და მკურნალობას სწორედ იქ განაგრძობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუს" თელავის რეფერალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა განუცხადა.

ხათუნა ჭონიაშვილის ინფორმაციით, პაციენტის მძიმე ფსიქილოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და სპეციალისტების რეკომენდაციით, ფსიქიატრიულ ჰოსპიტალში მისი შემდგომი დაკვირვება გადაწყდა.

"მართალია, მამაკაცის ჯანმთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ის შემდგომ სამედიცინო მკურნალობას თბილისში, ერთ-ერთ ფსიქიატრიულ კლინიკაში განაგრძნობს", - აღნიშნა ჭონიაშვილმა.

24 წლის ეკა ნაქევხრიშვილი რამდენიმე კვირის წინ გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია. ერთ-ერთი ვერსიით, მას ოჯახის წევრებთან, მათ შორის დედამთილსა და მაზლთან კონფლიქტი ჰქონდა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ