"გალერია თბილისი", სადაც 100-მდე ბრენდის მაღაზია იქნება, 30 ნოემბერს იხსნება

"გალერია თბილისი", სადაც 100-მდე ბრენდის მაღაზია იქნება, 30 ნოემბერს იხსნება

სავაჭრო ცენტრი "გალერია თბილისი" 2017 წლის 30 ნოემბერს გრანდიოზული ღონისძიებით გაიხსნება. ამის შესახებ, ინფორმაცია "ბიზნესპრესნიუსს" სავაჭრო ცენტრიდან მიაწოდეს.

"გალერია თბილისში" წარმოდგენილი იქნება 100-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ბრენდის მაღაზია, კინოთეატრი კავეა, ბოულინგ კლუბი, ბავშვთა გასართობი ცენტრი, საკვები ზონა, სუპერმარკეტი გუდვილი და სხვადახვა მომსახურების ობიექტი.

აღსანიშნავია, რომ შენობაში ინტეგრირებულია გრიბოედოვის თეატრი, თავისუფალი თეატრი და მეტროსადგური თავისუფლების მოედანი.

როგორც უკვე ცნობილია, გალერია თბილისში გაიხსნება პოპულარული შვედური ბრენდის, H&M-ის პირველი მაღაზია რეგიონში. H&M-ის სტრატეგიის შესაბამისად, პრეზენტაცია ცალკე ღონისძიების სახით 18 ნოემბერს გაიმართება წაიკითხეთ მეტი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი