მიკაილ კადიევი - რუსეთში სიკვდილი მემუქრება, საბოლოო ინსტანცია ქართველი ხალხი დამრჩა, სხვა შანსი არ მაქვს

მიკაილ კადიევი - რუსეთში სიკვდილი მემუქრება, საბოლოო ინსტანცია ქართველი ხალხი დამრჩა, სხვა შანსი არ მაქვს

რუსეთში სიკვდილი მემუქრება, საბოლოო ინსტანცია ქართველი ხალხი დამრჩა, სხვა შანსი არ მაქვს, - ამის შესახებ დაღესტნელმა სამოქალაქო აქტივისტმა მიკაილ კადიევმა დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კადიევმა ქართულ საზოგადოებას სთხოვა, თავისი სამოქალაქო აქტივობით რამენაირად გავლენა მოახდინოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რუსეთში მისი ექსტრადირების შესახებ.

"მივმართავ ქართველ ხალხს, იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას არ ვენდობი, მათ შორის დევნილთა სამინისტროს. მიდის საექსტრადიციო პროცედურები რუსეთისთვის ჩემი გადაცემის მიზნით. მე ყველა მტკიცებულება წარმოვადგინე, რომ უდანაშაულო ვარ და ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. Youtube-ზე შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ყველაზე ახლო მეგობრის, მაგომედოვის დაკავების კადრები, სადაც ჩანს, რომ "ფე-ეს-ბეს" ნიღბიანი აგენტები ესვრიან. ის ჩემს საქმეზე დააკავეს და ამის შესახებ მე სასამართლოშიც განვაცხადე. დევნილთა სამინისტრო იტყუებოდა, რომ მას სხვა საქმეზე აკავებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პროკურატურა პირდაპირ ამბობს, რომ მაგომედოვს ჩემს საქმეზე იჭერდნენ. ქართველ ხალხს მივმართავ, მე მემუქრება სიკვდილი რუსეთის ციხეში. ამიტომ, ვთხოვ ქართველ ხალხს დახმარებას, რომ რამენაირად მოახდინონ გავლენა მდგომარეობაზე", - განაცხადა კადიევმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ