დეკანოზი გიორგი მამალაძე - მე უფრო ემოციურს დავარქმევდი მეუფე დიმიტრისთან შეხვედრას, ვიდრე მძიმეს

დეკანოზი გიორგი მამალაძე - მე უფრო ემოციურს დავარქმევდი მეუფე დიმიტრისთან შეხვედრას, ვიდრე მძიმეს

მე უფრო ემოციურს დავარქმევდი მეუფე დიმიტრისთან შეხვედრას, ვიდრე მძიმეს,- ამის შესახებ მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას განაცხადა, როდესაც ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ, მეუფე დიმიტრისთან შეხვედრაზე ისაუბრა.

როგორც დეკანოზმა აღნიშნა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს საუბარი შედგა და ამ საუბარს დადებითად აფასებს.

"რა თქმა უნდა, ის დაჭრილი და დაჩეხილი კადრები, რომელიც პროკურატურამ გაავრცელა, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების უმეტესობას სჯერა, რომ ეს აბსურდია, ამის შესახებ გარკვეული კითხვები ჰქონდა მეუფეს და დარწმუნებული ვარ, არა მარტო მეუფეს. მე ვფიქრობ, რომ არსებულ კითხვებზე მიღებული პასუხების და არსებული ინფორმაციის ანალიზის შემდეგ მან გააკეთა ის განცხადება, რაც საჯაროდ ცნობილია. ეს არის ის, რასაც მე ვამტკიცებდი, რომ ეს იყო შეთქმულება არა მარტო მისი, არამედ ზოგადად ეკლესიის წინააღმდეგ", - განაცხადა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ.

კითხვაზე, დააბარა თუ არა რაიმე პატრიარქთან გადასაცემად მეუფე დიმიტრის, მამა გიორგი მამალაძის თქმით, მისთვის მნიშვნელოვანი იყო ენახა მეუფე და ეთქვა დეტალები.

"მთავარია მათ ილოცონ ჩემთვის და მომიხსენიონ. პატრიარქის პოზიცია ნათელია ჩემთან მიმართებაში და ამაზე მეტად პატრიარქის შეწუხება მე ვფიქრობ, რომ არ არის საჭირო. საჯაროდ არის ცნობილი, პატრიარქს არ სჯერა, რომ მე ამის ჩამდენი ვიყავი. მთავარია ლოცვა აღავლინონ ჩემი სიმართლის დასამტკიცებლად", - განაცხადა დეკანოზმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი