ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ საზოგადოებას ინოვაციური პროექტი „ადვოკატთა ხელმისაწვდომობა“ შესთავაზა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ საზოგადოებას ინოვაციური პროექტი „ადვოკატთა ხელმისაწვდომობა“ შესთავაზა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ საზოგადეობას ინოვაციური პროექტი "ადვოკატთა ხელმისაწვდომობა" შესთავაზა. პროექტის პრეზენტაცია ბიზნესისას და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაიმართა და იგი "ადვოკატთა დღეს" მიეძღვნა. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. ინოვაციური პროექტის "ადვოკატთა ხელმისაწვდომობა" ავტორი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის კანდიდატი დავით ლანჩავაა. მისი განცხადებით, აღნიშნული პროექტი ნებისმიერი მოქალქისთვის ადვოკატის მარტივად ხელმისაწვდომობას და სწრაფი მომსახურების მიღებას გულისხმობს. კერძოდ, შექმნლია სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მობილურ ტელეფონში თავსდება. ამგვარად მოქალაქეს მისთვის სასურველ ადვოკატთან დაკავშირება ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია. ადვოკატის შესახებ დეტალური იონფორმაცია კი თვითონ აპლიკაციაშია განთავსებული. დავით ლანჩავას თქმით, ინოვაციური პროქტი მოქლაქეებისთვის ხელმისაწვდომი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების ჩატარების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

"ჩვენ დავიწყეთ პროექტი, რომელიც ვთვლი რომ საქართველოს სამართლებრივ სივრცეში უნიკალურია თავისი მოხერხებულობით. აპლიკაციის მეშვეობით საზოგადოების ნებისმიერ წევრს შეუძლია მარტივად, ხელის ერთი დაჭერით მისთვის სასურველი ადვოკატი ამოარჩიოს ნებისმიერ სფეროში. აპლიკაციაში მონაცემები დაყოფილი იქნება ქალაქების, რაიონების, ადვოკატთა სპეციალიზაციის და სხვადასხვა საადვოკატო მომსახურეობის სფეროების მიხედვით, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს სჭირდება. პირობითად რომ ვთქვათ ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელიც ნებისმიერ მოქალაქეს შეიძლება შეემთხვას, საჭიროებს სწრაფ რეაგირებას სამართლებრივი კუთხით. ასეთ ვითარებაში კი მოქალაქეებს დრო არ აქვთ, რომ დარეკონ და მოძებნონ ადვოკატი. ამ აპლიკაციის დახმარებით მოქალაქეს დროულად შეუძლია იპოვნოს ავტოსაგზაო შემთხვევის დარგში ადვოკატი, დროულად დაუკავშირდეს მას და დროულად მიიღოს პირველადი მითითებები თუ რა მოიმოქმედოს იმ წუთში. აპლიკაცია ხელმისაწვდომი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნეების ჩატარების შემდეგ გახდება. მიუხედავად იმისა, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში ვფიქრობ რომ ამ პროექტს ადვოკტთა ასოციაცია მოიწონებს, რადგან პროექტის ოპერატორი ადვოკატთა ასოციაცია უნდა იყოს", - განაცხადა დავით ლანჩავამ.

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, პროგრამა უნივერსიტეტისა და პროექტის ავტორის დავით ლანჩავს მიერ ერთობლივად შემუშავდა. მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი პროქტი, რომელიც კლიენტსა და ადვოკატს შორის მომსახურებას მარტივს გახდის.

"ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში შემუშავდა მართლაც უნიკალური ტექნოლოგია, რომელიც ითვალისწინებს გაამარტივოს კომუნიკაცია ადვოკატებს და საზოგადოებას შორის. აღნიშნული მობილური აპლიკაცია ხელს შეუწყობს იმას, რომ ხელმისაწვდომი გახდეს ინფორმაცია როგორც სხვადასხვა საადვოკატო მომსახურების შესახებ, ასევე თვითონ ნებისმიერი ადვოკატის შესახებ. ფაქტობრივად, საქართველოში ეს არის პირველი ტექნოლოგია, რომელიც ორ მხარეს შორის კომუნიკაციებს გაამარტივებს", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი