გომბორის უღელტეხილზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გომბორის უღელტეხილზე მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

გომბორის უღელტეხილზე წუხელ მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ერთმანეთს "ვაზ-2107"-ის მარკის და "პიკაპის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის დროს ორი მგზავრი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია