ქალი შეხვდა მამაკაცს, რომელსაც მისი ქმრის სახე გადაუნერგეს

ქალი შეხვდა მამაკაცს, რომელსაც მისი ქმრის სახე გადაუნერგეს

მინესოტაში მცხოვრები ლილი როსი ენდი სენდნესს შეხვდა - მამაკაცს, რომელსაც ლილის გარდაცვლილი ქმრის სახე გადაუნერგეს.

დენდნესი 10 წელზე მეტხანს ცხოვრობდა სახის გარეშე, პლასტიკური ოპერაციის წყალობით კი უკვე 16 თვეა, მას სხვა მამაკაცის სახე აქვს.

კელენ როსსა და ლილი როსს ერთმანეთი სკოლის ასაკიდან უყვარდათ, მოგვიანებით კი დაქორწინდნენ, თუმცა კელენი გარდაიცვალა.

ლილიმ თანხმობა განაცხადა, მისი ქმრის სახე დონაციისთვის გამოეყენებინათ.

სენდნესისა და კელენის ცხოვრება გარკვეულწილად ერთმანეთს ჰგავდა. ორივე მათგანს უყვარდა ნადირობა, თევზაობა, საბოლოოდ კი პრობლემებმა ორივე თვითმკვლელობის სურვილამდე მიიყვანა, სენდნესმა ვაიომინგში სახესთან მიტანილი შაშხანის სასხლეტს გამოჰკრა ხელი, თუმცა გადარჩა; ამ შემთხვევიდან 10 წლის შემდეგ ასობით მილის დაშორებით, მინესოტაში კელენმა ცეცხლსასროლი იარაღით მოიკლა თავი.

შემთხვევის შემდეგ სენდნესმა გარესამყაროსთან კავშირი გაწყვიტა, საკუთარი დაზიანების ცხვენოდა. ცხვირი მოძვრა, პირი კი ნორმალურ ზომასთან შედარებით ძალიან პატარა დარჩა.

2016 წელს მას შეატყობინეს, რომ ოპერაციისთვის დონორი იპოვეს.

ლილი როსმა, გარდა სახისა, ექიმებს მისცა ნება, ქმრის რამდენიმე ორგანოც დონაციისთვის გამოეყენებინათ.

კელენის სახე სენდნესისთვის შესაფერისი აღმოჩნდა.

ქმრის გარდაცვალების დროს ლილი ორსულად იყო, მას სურდა, რომ როდესაც ბავშვი გაიზრდებოდა, მოეყოლა მისთვის, როგორ გადაარჩინა მამამ სხვა ადამიანები.

ოპერაციის შემდეგ სენდნესმა შეძლო საზოგადოებას დაბრუნებოდა.

"გარეთ გასვლა არ შემეძლო, მძულდა ქუჩაში ყოფნა, ახლა კი შემიძლია გავშალო ფრთები და გავაკეთო ყველაფერი, რაც ასე ძალიან მომენატრა - ვიარო რესტორანში, ვჭამო, ვიცეკვო...

მინდა იცოდეთ, რომ თქვენი საჩუქარი ძალიან ძვირფასია ჩემთვის," - უთხრა სანდნესმა როსს.

ლილი და ენდი შეთანხმდნენ, რომ მუდმივად ექნებათ ურთიერთობა ერთმანეთთან. სენდნესი ქალს დაპირდა, რომ შვილისთვის განათლების მიცემაში დაეხმარება.

მომზადებულია telegraph-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს