ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი არის "ნაციონალური მოძრაობის" ორი განშტოების და "პატრიოტთა ალიანსის" მხარეს

ირაკლი კობახიძე - პრეზიდენტი არის "ნაციონალური მოძრაობის" ორი განშტოების და "პატრიოტთა ალიანსის" მხარეს

საქართველოს პრეზიდენტი არის "ნაციონალური მოძრაობის" ორი განშტოების და "პატრიოტთა ალიანსის" მხარეს, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი ვერ ასრულებს მთავარ ფუნქციას და არ არის ნეიტრალური არბიტრი, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მომავალი პრეზიდენტი ასეთი არ უნდა იყოს.

"მოქმედი პრეზიდენტი ამბობს, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნება, თუმცა, რეალურად ყველანი ვხედავთ, რომ გიორგი მარგველაშვილი არის ოპოზიციონერი პრეზიდენტი. მარგველაშვილი არის ხელისუფლების ოპოზიციაში. სწორედ ამაზე ვსაუბრობ, რომ ის არ უნდა იყოს არც პოზიცია და არც ოპოზიცია. პრეზიდენტი უნდა იყოს ნეიტრალური, თუმცა, დღეს ყველამ ვიცით, რომ პრეზიდენტი არ არის ნეიტრალური, ის არის ოპოზიციის მხარეს, თვითონ არის ოპოზიციაში. გიორგი მარგველაშვილი არის სამი ოპოზიციური პარტიის მხარეს, "ნაციონალური მოძრაობის" ორი განშტოების და "პატრიოტთა ალიანსის" მხარეს, ბუნებრივია, სხვაგვარი პრეზიდენტი უნდა ავირჩიოთ შემდეგ არჩევნებზე. კრიტიკა არის მისაღები, არბიტრიც სწორედ ამას გულისხმობს, მაგრამ ის არ უნდა პოზიციონირებდეს, როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."