წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელმა კანდიდატმა "ოცნების" კანდიდატს 79 ხმით მოუგო

წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელმა კანდიდატმა "ოცნების" კანდიდატს 79 ხმით მოუგო

წინასწარი მონაცემებით, ოზურგეთის საარჩევნო ოლქში დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ "ქართული ოცნების" კანდიდატ ბეგლარ სიორიძეს 79 ხმით აჯობა.

62-ვე უბნის მონაცემების მიხედვით, სიორიძემ 17 227 ხმა დააგროვა, კონსტანტინე შარაშენიძემ კი - 17 306.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზე ამ დროისთვის მხოლოდ 61 უბნის მონაცემებია ატვირთული და არ არის ატვირთული სოფელ ნასაკირალში არსებული #59 საარჩევნო უბნის მონაცემები, სადაც "ქართული ოცნება" ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას ითხოვს. აღნიშნულ უბანზე ბეგლარ სიორიძეს 280 ხმა აქვს მიღებული, კონსტანტინე შარაშენიძეს კი - 394.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."