"საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორი" საქართველოში ჩამოდის - დევიდ ლინჩის ვიზიტის დეტალები

"საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორი" საქართველოში ჩამოდის - დევიდ ლინჩის ვიზიტის დეტალები

18-21 ნოემბერს საქართველოს ლეგენდარული ამერიკელი კინორეჟისორი დევიდ ლინჩი ეწვევა. რეჟისორი, პროდიუსერი, ვიზუალური არტისტი, მუსიკოსი და მსახიობი, ცნობილია სიურრეალისტური ფილმებით. მას The Guardian-მა "საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორი" უწოდა.

საქართველოში ცოტა ხნის "დევიდ ლინჩის ფონდის" წარმომადგენლობა დაარსდა. ფონდს საქმიანობის რამდენიმე მიმართულება აქვს: გენდერული თანასწორობის საკითხები, ბავშვთა დახმარება, ვეტერანების რეაბილიტაცია და სწავლება. ფონდს გადაწყვეტილი აქვს, გახსნას უნივერსიტეტი, სადაც კინომწარმოებლებს საშუალება ექნებათ, შეხვდნენ მსოფლიო კინოს ვარსკვლავებს, რომლებიც საქართველოში ჩამოვლენ. "ლინჩის ფონდში" უამრავი კინოვარსკვლავია გაერთიანებული.

კავკასიაში "დევიდ ლინჩის ფონდის" ხელმძღვანელი რეჟისორი გიგა აგლაძეა. რეჟისორის ვიზიტის ექსკლუზიურ დეტალებზე აგლაძე AMBEBI.GE-ს ესაუბრა:

- შემოთავაზება მივიღე და 2017 წლის აპრილში გადაწყდა, ვყოფილიყავი "დევიდ ლინჩის ფონდის" პრეზიდენტი კავკასიაში. შემდეგ საქართველოში მისი ოფიციალური წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და დოკუმენტაცია გაფორმდა. მოლაპარაკება გვქონდა დევიდთანაც, - მისი ჩამოყვანა გვინდოდა. სამი თვის წინ ეს საკითხიც გადაწყდა, ის მოდის საქართველოში. მასთან მე ვიყავი ჩასული. პრინციპში, ლოგიკურია, ჩვენს ქვეყანაში დაარსდა მისი ფონდი და გადაწყვეტილებაც თავად მიიღო ჩვენთან ჩამოსულიყო.

- მასპინძლები მხოლოდ თქვენ ხართ?

- ამ საქმეში ჩართულია მთავრობაც, კონკრეტულად კი ვიზიტის მომზადებაში ჩვენთან ერთად მუშაობს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტი, კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში... ლინჩს შეხვედრები ექნება საქართველოს მთავრობასთან, მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, ადამიანებთან, რომლებიც დაინტერსებულები არიან მასთან შეხვედრით. ასე რომ, ის აქ თავის ოფისში ჩამოდის და გაიცნობს ოფისის წევრებს... ახლა ამ შეხვედრისთვის სერიოზული სამზადისი გვაქვს. ჩვენი მოლოდინი კი ის არის, რომ რა გეგმებიც გვაქვს დასახული, უფრო მარტივად წავიდეს წინ, ფართო საზოგადოებამ გაიგოს ჩვენი საქმიანობის შესახებ...

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება