"ახლა დავწერ ერთ დიდ სიმართლეს..." - რას წერს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მინისტრის წასვლის შემდეგ

"ახლა დავწერ ერთ დიდ სიმართლეს..." - რას წერს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი მინისტრის წასვლის შემდეგ

შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს ვრცელი მიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც ორწლიანი მინისტრობის პერიოდი შეაფასა და მადლობა გადაუხადა სამართალდამცველ უწყებებში დასაქმებულ ადამიანებს თანამშრომლობისთვის. გიორგი მღებრიშვილმა მთავრობაში დაგეგმილი სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ მინისტრის თანამდებობა დატოვა და უხელმძღვანელებს საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრს, რომელიც საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოსა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს შერწყმის და რეორგანიზაციის შედეგად იქმნება.

მინისტრის წასვლასთან დაკავშირებით, შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი თეა პერტაია ვრცელ პოსტს წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე:

"სუბიექტური ვარ? ალბათ, ცოტა... თუმცა ყველამ იცის, რომ ტყუილი მძაგს და ამიტომ ახლა დავწერ ერთ დიდ სიმართლეს. ადამიანი, რომელსაც ეს პოსტი ეხება, ერთგული პიროვნება, უღალატო მეგობარი და სამართლიანი მენეჯერია...

წლებია, ვიცნობ და არასდროს უღალატია ღირსებისთვის, სიტყვისთვის, საქმისთვის... პოლიციელის ოჯახიდანაა და კარგად აქვს გათავისებული სამართალდამცველის ტკივილიც და სიხარულიც...

ძალიან განიცდიდა, თუ ვინმე პოლიციას საზოგადოებისგან განყენებულ მხარედ განიხილავდა. ხშირად ამბობდა, რომ პოლიცია - ესაა საზოგადოების საიმედო და ძლიერი ნაწილი. შედეგად, მან შექმნა საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციის კონცეფცია. ის ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უსწრებდა რეალობას... ალბათ, ესაა მისი სუსტი და ძლიერი მხარეც... ესაა ის, რაც ბევრმა არ იცის...

თუმცა, რაც უკვე ცნობილია და ვფიქრობ, ისტორია კიდევ უფრო უკეთ აღნუსხავს, არის ის, რომ იგი პროგრესულად მოაზროვნე, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანია. მას ეკუთვნის ახალი თაობის, 21-ე საუკუნის მაღალტექნოლოგიური პოლიციის მოდელის საქართველოში დანერგვის იდეა, რომლის ფუნდამენტიც უკვე ჩაყრილია. მსგავსი პროექტის ანალოგი მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე, ყველაზე განვითარებულ ქვეყანას აქვს.

და, რაც მთავარია, ის იდეებს ყოველთვის ხორცს ასხამს და ამას 24 საათიანი, დაუღალავი მუშაობის შედეგად აღწევს. სადაც არ უნდა იყოს, აუცილებლად გარდაქმნის უწყებას ადამიანებზე, მათ საჭიროებებზე ორიენტირებულ ცოცხალ ორგანიზმად და არა ბიუროკრატიულ მანქანად.

რთული იყო ბეწვის ხიდზე სიარული… რთული იყო წონასწორობის შენარჩუნება ძლიერ, საიმედო პოლიციასა და ადამიანის უფლებების დაცვაზე მაქსიმალურად ორიენტირებულ მიდგომებს შორის... იყო რთული გამოწვევები, რომლებსაც, ვფიქრობ, მან ისევე ღირსეულად გაართვა თავი, როგორც ყოველთვის... ამას მომავალი უფრო მკაფიოდ გამოაჩენს" - წერს პერტაია ფეისბუქის პირად გვერდზე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს