"უცინარი პრინცესა" - იაპონიის იმპერატორის შვილიშვილის უჩვეულო ამბავი...

"უცინარი პრინცესა" - იაპონიის იმპერატორის შვილიშვილის უჩვეულო ამბავი...

ამომავალი მზის ქვეყანაში უცინარი პრინცესა ცხოვრობს. იაპონიის იმპერატორის აკიხიტოს შვილიშვილი აიკო თითქმის არასდროს იცინის. მისი იშვიათი ღიმილი სიხარულის საბაბი არამხოლოდ ახლობლებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის ხდება. რამ მიიყვანა ასეთ მდგომარეობამდე გოგონა, რომელსაც ერთი შეხედვით ყველაფერი აქვს, AMBEBI.GE გიამბობთ.

1980 წელს იაპონიის პრინცმა ნარუხიტომ ცნობილი დიპლომატის ხასასი ოვადას შვილი, მასაკო გაიცნო. სამეფო ოჯახი ამ კავშირით აღფრთოვანებული არ იყო. პრინცს ოჯახის შექმნაზე თანხმობა მხოლოდ 13 წლის შემდეგ, 1993 წელს მისცეს. ამომავალი მზის ქვეყნის იმპერატორი აკიხიტო იმედოვნებდა, რომ მას მალე შვილიშვილები და მემკვიდრე ეყოლებოდა. თუმცა, წლები მიდიოდა, მასაკო ვერ ორსულდებოდა. 1999 წელს პრინცის მეუღლემ ორსულობის შესახებ განაცხადა. მალე სიხარული ტრაგედიამ ჩაანაცვლა - მასაკოს მუცელი მოეშალა.

იმპერატორის ოჯახში ნანატრი შვილიშვილი მხოლოდ ორი წლის შემდეგ გაჩნდა. 2001 წლის პირველ დეკემბერს პრინცესა აიკო დაიბადა, რომლის სახელიც ითარგმნება, როგორც "სიყვარულის შვილი". მასაკოს მშობიარობის შემდგომი დეპრესია დაეწყო, რომელიც ათი წელი გაგრძელდა. ქალი საკუთარ თავს იმაში ადანაშაულებდა, რომ ტახტის მემკვიდრე ვერ გააჩინა (იაპონიაში მემკვიდრეობა მამრობით სქესზე გადადის). მასაკოსთან ქვეყნის საუკეთესო ექიმები მუშობდნენ, თუმცა მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა.

დედის დეპრესია პატარა პრინცესას გადაედო. სამეფო არქივში რთულად მოიპოვება ფოტო, რომელზეც აიკო იცინის. მაშინ როცა დედა სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა, მამა კი ოფიციალურ ღონისძიებებს ესწრებოდა, აიკოს ძიძები ზრდიდნენ.

სერიოზული პრობლემები კი 2008 წელს დაიწყო, როცა იმპერატორის შვილიშვილი სკოლაში შევიდა. გოგონა ვერ პოულობდა საერთო ენას კლასელებთან. მას დაეწყო თავისა და მუცლის ტკივილები. ექიმები მისი ცუდად ყოფნის მიზეზს ვერ ადგენდნენ. სიმართლე ორი წლის შემდეგ გაირკვა, როცა აიკომ სკოლაში მისვლაზე უარი განაცხადა. პრინცესას ორგანიზმის ასეთი ქცევა იყო რეაქცია სტრესზე, რომელსაც სკოლაში განიცდიდა. მას კლასელები დასცინოდნენ და აშინებდნენ.

ამბობენ, რომ გოგონას დედამ ნარუხიტომ, დეპრესიის დაძლევა სწორედ ამ დროს შეძლო. მან შვილის პრობლემები გააცნობიერა და შვილთან მეტი დროის გატარება დაიწყო.

წლების შემდეგ მედია აიკოს ანორექსიაზე ალაპარაკდა. სამეფო ოჯახმა მისი სიგამხდრე გამოცდებსა და სწავლის გადატვირთულ რეჟიმს დააბრალა. თუმცა კულუარებში სხვა მიზეზებზე საუბრობდნენ. აიკო ყოველთვის ცდილობდა, მშობლების ყურადღების მიქცევას, რომლებიც მემკვიდრის არყოლას სულ განიცდიდნენ. პრინცესამ რამდენიმე ენა ისწავლა და უმაღლესი განათლების მიღებას ოქსფორდში გეგმავს.

პრინცესა აიკო ახლა 16 წლისაა. ბოლოდროინდელ ფოტოებში ის გაცილებით უკეთ გამოიყურება. თუმცა, ღიმილს "უცინარი პრინცესას" სახეზე, ისევ იშვიათად შეამჩნევთ...

ეკა მელიქიძე

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"