"შემოდგომა-ზამთარში გრიპივით გვჭირს ლარის გაუფასურება" - რატომ უფასურდება ეროვნული ვალუტა?

"შემოდგომა-ზამთარში გრიპივით გვჭირს ლარის გაუფასურება" - რატომ უფასურდება ეროვნული ვალუტა?

ლარი უკვე ერთი თვეა, თითქმის ყოველდღიურად უფასურდება. დოლარის მიმართ მისი ოფიციალური გაცვლითი კურსი - 24 თეთრით, ხოლო ევროს მიმართ 28 თეთრით გაუფასურდა. უკვე ცნობილია, რომ პარლამენტში საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტს ლარის გაუფასურების მიზეზებთან დაკავშირებით 27 ნოემბერს მოუსმენენ. თუმცა, თუ ეროვნულმა ვალუტამ აღებული ტემპი შეინარჩუნა, მალე დაეწევა და გადაასწრებს კიდეც გასული წლის მიწურულს აღრიცხულ გაუფასურების მაქსიმუმს, როცა ოფიციალურმა კურსმა 2,78-იან ნიშნულს გადააჭარბა.

ლარის კურსის რყევა უკვე გასცდა მოკლევადიანი პერიოდის ფარგლებს, გამრავლდა ვერსიებიც გაუფასურების მიზეზებზე. იმპორტიორების მოლოდინი, მეზობელი ქვეყნების ეროვნული ვალუტების გაუფასურება, ბანკების სპეკულაციური ზემოქმედება, საბიუჯეტო პოლიტიკა და სხვ. - ყველა მიზეზში შეიძლება ლარის გაუფასურების წილი ვეძებოთ, თუმცა მთავარი მაინც შედეგია, რომელიც ხვალ ყველა ჩვენგანის ჯიბეზე გაზრდილი ფასებითა და დოლარში აღებული გაძვირებული ვალდებულებებით აისახება.

ვაჟა კაპანაძე, ეკონომიკის ექსპერტი: "ბოლო რამდენიმე წელიწადია, შემოდგომა-ზამთარში გრიპივით გვჭირს ლარის გაუფასურება და საინტერესოა, რა გაუხდა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს, რომ დაადგინონ ამის მიზეზები და მისგან დაცვის ქმედითი მექანიზმები შექმნან. არადა, მანამდე ჩვენთვის სავალუტო თვალსაზრისით ყველაზე "მშიერი" თვეები მარტი და აპრილი იყო, როცა საიმპორტო რეზერვი ამოწურულია და უცხოურ ვალუტაზე ყველაზე დიდია მოთხოვნა.

ახლა კი კურსი რატომღაც წლის ბოლოს უფასურდება და ამასაც ვალუტაზე იმპორტიორების გაზრდილი მოთხოვნით ხსნიან. ძალაში რჩება ჩემი ვარაუდი კორპორაციული ინტერესების თაობაზე, რადგან ძალიან მარტივია, თქვენ მიერ ბანკში დეპოზიტზე განთავსებული ლარით ბანკმა დღეს სავალუტო აუქციონზე დოლარი იყიდოს და ხვალ უფრო ძვირად გაყიდოს. ამ სპეკულაციით თქვენს საპროცენტო სარგებელსაც გადაიხდის და მოგებასაც ნახავს. ეს დასჯადი ქმედება არ არის იმ ეტაპამდე, სანამ ეს კურსზე ხელოვნური ზეგავლენის მოხდენით არ იქნება ნაკარნახევი. თუ ვინმე ამას ხედავს და თვალს ხუჭავს, პასუხი მკაცრად უნდა მოეთხოვოს  განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."