ეგვიპტეში მომხდარი ტერაქტის შედეგად 305 ადამიანია გარდაცვლილი

ეგვიპტეში მომხდარი ტერაქტის შედეგად 305 ადამიანია გარდაცვლილი

ეგვიპტეში, მეჩეთში მომხდარი ტერაქტის დროს გარდაცვლილთა რაოდენობა 305-მდე გაიზარდა, მათ შორის 27 ბავშვია. თავდასხმის შედეგად 128 ადამიანი დაშავდა.

ეგვიპტელი სამართალდამცველების ინფორმაციით, ტერაქტი დაახლოებით 30-მა შეიარაღებულმა მამაკაცმა მოაწყო.

თვითმხილველები იხსენებენ, რომ გაიგეს აფეთქების  ძლიერი ხმა, შემდეგ კი თავდამსხმელებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნეს ცეცხლი მლოცველებს. ნიღბიანი ტერორისტები მეჩეთში შევიდნენ. მათ გრძელი წვერი და თმა ჰქონდათ, ეცვათ სამხედრო ფორმები და ავტომატებით იყვნენ შეიარაღებულები. ერთ-ერთ მათგანს კი "ისლამური სახელმწიფოს" დროშა ეკავა.

მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას აუღია.

მომზადებულია cnn.com-ის მიხედვით

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"