ცოლმა ქმარს მისცა ნება, სახლში რამდენიმე სექსთოჯინა ჰყავდეს

ცოლმა ქმარს მისცა ნება, სახლში რამდენიმე სექსთოჯინა ჰყავდეს

58 წლის ინჟინერი ჯეიმსი 36 წელია დაქორწინებულია, თუმცა მას ცოლმა მისცა ნება, სექსით კვირაში ოთხჯერ თოჯინასთან დაკავდეს.

"მირორის" ინფორმაციით, ეიპრილი ლატექსის სექსთოჯინაა, მის გარდა ჯეიმსს კიდევ 2 თოჯინა ჰყავს.

ჯეიმსის ცოლი, თინა ამბობს, რომ თავდაპირველად ლატექსის "მეტოქეებთან" შეგუება გაუჭირდა, თუმცა ახლა სრულებით აღარ განიცდის.

"მას რომ ჩემი ღალატი სურდეს, სახლიდან წავიდოდა და მიღალატებდა, თუმცა ჯეიმსს ეს არ უნდა, ამიტომ სახლშივე ჰყავს სექსთოჯინები," - ამბობს თინა. 

თავად ჯეიმსის განმარტებით კი ლატექსის თოჯინები ფანტაზიების განხორციელების საშუალებას აძლევს. 

"ჩემი ასაკის მამაკაცისთვის ფანტაზიები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მე ბრედ პიტის მსგავსი არასოდეს ვიქნები. როდესაც ეიპრილთან ერთად გარეთ გავდივარ და საჭმელად ვჯდები, ხშირად ვერც ხვდებიან, რომ ის ნამდვილი ადამიანი არ არის," - ყვება ჯეიმსი.

თითო თოჯინაში მას 2 ათასი ფუნტი აქვს გადახდილი, თუმცა ახლა აგროვებს ფულს, რომ 8 000 ფუნტად ღირებული სექსრობოტი "ჰარმონი" შეიძინოს. 

მომზადებულია indy100.com-ის მიხედვით

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს