"გადარჩენილებმა მეხანძრეებს უთხრეს, რომ საპირფარეშოსთან ხალხი იყო, თუმცა, იქ მეხანძრეებმა მისვლა ვერ გაბედეს" - გარდაცვლილის ბიძა გამოძიებას მიმართავს

"გადარჩენილებმა მეხანძრეებს უთხრეს, რომ საპირფარეშოსთან ხალხი იყო, თუმცა, იქ მეხანძრეებმა მისვლა ვერ გაბედეს" - გარდაცვლილის ბიძა გამოძიებას მიმართავს

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად გარდაცვლილი ზაურ აბულაძის ბიძა ბესო აბულაძე გამოძიებას მიმართავს. როგორც ბესო აბულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ახლობლები მომხდარის გამო დეტალურ გამოძებას ითხოვენ. მისი თქმით, დამნაშავის დადგენის შემთხვევაში, ის უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

"საუნაში სხვებიც იმყოფებოდნენ. როდესაც დაკვამლიანება მოხდა, ამ მომენტში შუქი გათიშეს. იქ მყოფები დაიბნენ და გამოსასვლელს ეძებდნენ. ნაწილი სასწაულებრივად გადარჩა. ჩვენთვის, ნათესავებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოძიება სწორად წარიმართოს და დეტალურად გაირკვეს. თუ დამნაშავეები არიან, დაისაჯონ. თუ მათ თავისი როლი შეასრულეს, მაგრამ ეს ღვთის ნება იყო, ესეც დადგინდეს. ოჯახისთვის ეს მნიშვნელოვანია. მე იმას დავამატებ, რომ სასტუმროების უმრავლესობა უსაფრთხოების მხრივ არ არის დაცული. სჯობს, დაპროექტებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს, რადგან ამხელა შენობებია და ნახავენ, რომ უსაფრთხოების კუთხით როგორი მცირე ადგილებია გამოყოფილი. ხანძრის დროს დაახლოებით რვა ბიჭი იყო ერთად იყო. ჩემმა შვილმა ორიენტაცია განსაზღვრა და გაიქცა. ლიფტში სინათლე გაითიშა, თუმცა, მადლობა ღმერთს, დროულად დააღწიეს თავი. ორი ბიჭი ლიფტში გაიჭედა, ისინი ლიფტის მოძრაობისას მაღლა გაჩერდნენ. ჩემმა შვილმა გაჩერებული ლიფტი ხელით გახსნა და გამოვიდა. გადარჩენილებმა მეხანძრეებს უთხრეს, რომ საპირფარეშოსთან ხალხი იყო, თუმცა, იქ მეხანძრეებმა მისვლა ვერ გაბედეს. ვითხოვთ, გამოძიებას", - აცხადებს ბესო აბულაძე.

ნახეთ ვიდეო

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ