ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ლანჩავა თსუ-ს სტუდენტებს შეხვდა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ლანჩავა თსუ-ს სტუდენტებს შეხვდა

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ლანჩავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიული ფაკლტეტის სტუდენტებს შეხვდა. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გამართულ შეხვედრაზე ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ კოლეგებს წინასაარჩევნო პროგრამა - "ახალი ხედვა - ახალი შესაძლებლობები" გააცნო.

შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი იურიდული განათლების სისტემაზე, მის ხარვეზებსა და საჭირო ცვლილებებზე გაკეთდა. დავით ლანჩავას პროგრამის ერთ-ერთი ნაწილია იურიდული პროფესიისთვის ერთიანი სტანდარტის ინიცირება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს განგრძნობით იურიდიულ განათლებას, ეთიკის საკითხებსა და პროფესიულ დარღვევებზე რეაგირების ერთიან მექანიზმს.

"ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა იურიდიულკი ფაკულტეტის სტუდენტებთან. ძირითადი აქცენტი იურიდიული მიმართულებით განათლების რეფორმაზე გავაკეთეთ. ზოგადად, იურიდიულ პროფესიაში შესვლის სტანდარტი ყველასთვის საერთო უნდა იყოს. ეს განაპირობებს მართლმსაჯულების ხარისხს. ფუნდამენტი თუ არ შეიცვალა და არ გაძლიერდა აკადემიური კუთხით, სამართლებრივი სისტემის პატარა რეფორმა ამ საქმეს ვერაფერს უშველის. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი კი სწორედ მართლმსაჯულების სფეროში მოქმედი ყველა პროფესიის ადამიანისთვის განათლების ერთიანი სტანდარტების შემუშავებაა"- დავით ლანჩავა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი.

"დავით ლანჩავას პროგრამიდან ძალიან ბევრი საკითხია საინტერესო. ერთიანი იურიდიული განათლების კონცეფცია გაგვაცნო. მისი ხედვით, იურიდიულ განათლებაში შესვლის გერმანულ პროგრამას ყველაზე მეტი უპირატესობა აქვს სხვა მოდელებთან შედარებით. თუმცა ასევე ახასიათებს გარკვეული ნაკლოვანებებიც. სწორედ ეს საკითხები გახდება აქტუალური თუ დავით ლანჩავა თავის გუნდთან ერთად ადვოკათა ასოციაციის მმართველი გახდება. ამ ცვლილებების განხორციელებისთვის კი აქტიური დისკუსია და იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთა ფართო ჩართულობაა საჭირო,"- ირაკლი ბურდული, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი.

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი იყო საზოგადოებისთვის ადვოკატთა ხელმისაწვდომობის ზრდაზე, რასთან დაკავირებითაც დავით ლანჩავას კონკრეტული გეგმა აქვს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის დახმარებით, შეიქმნება მობილური აპლიკაცია, რომელიც სასურველი ადვოკატის სურათით, პროფილით, ისტორიითა და ინტერესთა სფეროთი ცნობების მოძიებას გახდის შესაძლებელს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი