"იმ დირექტორსაც ვერ შერჩა ეს ობიექტი, წაართვეს..." - რას იხსენებს ნიკო ლეკიშვილი "ლაღიძის წყლების" შესახებ და რას ურჩევს კალაძეს

"იმ დირექტორსაც ვერ შერჩა ეს ობიექტი, წაართვეს..." - რას იხსენებს ნიკო ლეკიშვილი "ლაღიძის წყლების" შესახებ და რას ურჩევს კალაძეს

თბილისის ყოფილი მერი, ნიკო ლეკიშვილი "ლაღიძის წყლების" შენობის გამოსყიდვასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება:

"ძალიან გამეხარდა ლაღიძის წყლებთან დაკავშირებით პრემიერის პოზიცია. თავის დროზე მე მოვამზადე პრეზიდენტის განკარგულება ლაღიძეების ოჯახისთვის მისი გადაცემის შესახებ სიმბოლურ ფასათ. მაგრამ იმ ობიექტის დირექტორმა და იქ მომუშავეებმა საშინელი ისტერიკა მოაწყვეს და შევარდნაძემ უკან დაიხია აღარ მოაწერა ხელი, ვთხოვე გადმომეცი-მეთქი ეგ უფლებამოსილება და მე გადავცემ-მეთქი, მაგრამ არ ქნა. ამ ინიციატივის გამო, ამ დირექტორმა ქალმა ბევრი მლანძღა და ჭორები მიგონა, მასმედიამაც გადამიარა თავისთვის უნდაო. იმ დირექტორსაც ვერ შერჩა ეს ობიექტი, წაართვეს და ტანსაცმლის მაღაზია გააკეთეს.

საერთოდ თბილისში, ამის გარდა, არის რამდენიმე ადგილი, რომლის აღდგენაც, ჩემი აზრით, კარგი იქნებოდა. მერიის შენობაში ისტორიული აფთიაქის აღდგენა, გოფილექტის ბაღისთვის საკონცერტო ფუნქციის აღდგენა (მე აღვადგინე და შაბათ კვირას ჯანო კახიძე კონცერტებს ატარებდა უფასოდ, მაგრამ ჩემს შემდეგ აღარ დააფინანსეს და ის სცენაც დაიშალა) ამჟამად ევროპაში გავრცელებული პარკებში ღია ესტრადების და კინოთეატრების აღდგენაც არ იქნებოდა ცუდი. სხვას აღარ ჩამოვთვლი თუ დაინტერესდებიან გაუზიარებ ვისაც ეს ეხება. სავათაშორის ამას ბევრი ფული არ დაჭირდება.

ურჩევ მერიას და საკრებულოს აღადგინოს ჩვენს დროს მიღებული და ნაციონალების მიერ გაუქმებული ნორმა კულტურის, სპოტული და ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ობიექტების პროფილის შეცვლის აკრძალვის შესახებ. ეს ნორმა მოქმედებს ევროპის მრავალ ქვეყანაში", - წერს ნიკო ლეკიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი რუსთაველის გამზირზე "ლაღიძის წყლების" ყოფილი შენობის გამოსყიდვის სურვილს გამოთქვამს, - ამის შესახებ პრემიერმა გუშინ "გალერეა თბილისის" გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ვისურვებდი, რომ "ლაღიძის წყლები" და ის სახაჭაპურე, რომელიც დაკარგა რუსთაველის გამზირმა, მინდა, ქალაქის მერს, ჩვენს კახის ვუთხრა, იქნებ რაღაცნაირად მოვახერხოთ, რომ, რა თქმა უნდა, ბიზნესის უფლებების სრული დაცვით, გამოვისყიდოთ ეს ადგილი და ასევე განვაახლოთ. ეს არის ძალიან ბევრი თბილისელის სურვილი და რა თქმა უნდა არა ამ მასშტაბით, მაგრამ ისიც შეიძლება გახდეს მიმზიდველი ტურისტებისთვის. იმ ადამიანებისთვის კი, ვისაც ახსოვს ეს ადგილი და განსაკუთრებული მოგონებები აკავშირებს ლაღიძის წყლებთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს