ბაღდათის ყოფილი გამგებელი, რომელიც 227 000 ლარის გაფლანგვისთვის იყო დაკავებული, გარდაცვლილი იპოვეს

ბაღდათის ყოფილი გამგებელი, რომელიც 227 000 ლარის გაფლანგვისთვის იყო დაკავებული, გარდაცვლილი იპოვეს

ბაღდათის ყოფილმა გამგებელმა ირაკლი გეგეშიძემ, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის გარდაცვლილი თბილისში, საკუთარ ბინაში გუშინ იპოვეს.

ირაკლი გეგეშიძემ ბაღდათის გამგებლის პოსტი 2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ დაიკავა.

გეგეშიძე დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2016 წლის აპრილში დააკავეს. სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო გამგებელს 227 654,80 ლარის საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ედავებოდა.

გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე მიმდინარეობდა - საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 დან 11 წლამდე. თუმცა, გეგეშიძე მოგვიანებით გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა და მომხდარის გამო თანამდებობაც დატოვა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია