გია ხუხაშვილი - ფაქტობრივად, მიშამ შეძლო წაუგებელი პარტიის გათამაშება - დაიჭერენ - გმირია, არ დაიჭერენ - გმირია

გია ხუხაშვილი - ფაქტობრივად, მიშამ შეძლო წაუგებელი პარტიის გათამაშება - დაიჭერენ - გმირია, არ დაიჭერენ - გმირია

ფაქტობრივად, მიშამ დღეს შეძლო წაუგებელი პარტიის გათამაშება - დაიჭერენ - გმირია, არ დაიჭერენ - გმირია, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" უკრაინაში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილს დაიჭერენ თუ არა, ფაქტია, რომ პოროშენკოს ხელისუფლების საქმე არის ცუდად, რადგან პრობლემები აქვთ და კორუფციის ჭაობიდან ვერ ამოდიან. გია ხუხაშვილის განცხადებით, ახლა მიმდინარეობს საინფორმაციო ომი, რომლის გამარჯვებულიც, ყველა შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილი იქნება.

"უკრანის ხელისუფლება მოისრისება რუსეთის უკმაყოფილებისა და დასავლეთის უკმაყოფილების ფონზე. თვითონ ხომ დასავლეთის გარეშე არაფერს წარმოადგენენ. ახლა დაიწყო საინფორმაციო ომი. ცდილობენ, სააკაშვილის წინააღმდეგ გაამაგრონ ბრალდებები, რათა უკრაინული საზოგადოება დაარწმუნონ, რომ მიშა მუშაობდა რუსეთზე. მეორე მხრივ, მიშაც ცდილობს - დასავლეთს სასაცილოდ არ ეყოფა, რომ თურმე სააკაშვილმა პუტინზე დაიწყო მუშაობა.

მიდის საინფორმაციო ომი და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, უკრაინის ხელისუფლება დაარწმუნებს თუ ვერა საზოგადოებას, რომ მიშა თანამშრომლობდა რუსეთთან. რომც დაარწმუნონ, ეს დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან მიშას მიმართ ეს ბრალდება ძნელად დასაჯერებელია. დღეს თუ ხვალ, პოროშენკოს მაინც გააგდებენ - მისი დღეები დათვლილია. ფაქტიურად, მიშამ დღეს შეძლო წაუგებელი პარტიის გათამაშება - დაიჭერენ - გმირია - არ დაიჭერენ - გმირია", - განაცხადა ხუხაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."