რა კომენტარს აკეთებს პეტრო პოროშენკო სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

რა კომენტარს აკეთებს პეტრო პოროშენკო სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი სიტუაცია არ იმსახურებს საერთაშორისო ყურადღებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ლიტველ კოლეგასთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"თუ ჩვენ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას ვაფასებთ, ის არ იმსახურებს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას, ვინაიდან არის კონკრეტული დანაშაული, რომელიც განხორციელებული იყო და ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ გამოძიების გამჭვირვალობა, მიუკერძოებლობა და ეფექტური მიუკერძოებელი სასამართლო. ეს ის არის, რაც ჩვენ როგორც დამოუკიდებელმა სახელმწიფომ, უნდა ვუზრუნველყოთ", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

მან აღნიშნა, რომ თითოეულმა უნდა აგოს პასუხი კანონის დარღვევაზე.

"თუ ვინმეს ბრალს უყენებენ, ის დაკავებას თავს დაღწევს, კანონს არღვევს, ამას პასუხისმგებლობა უნდა მოყვეს. კანონის დარღვევა არ შეიძლება", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

მისი თქმით, სააკაშვილის საქმეზე გამომძიებლებს შეუძლიათ მიმართონ საერთაშორისო ორგანიზაციებს გამოძიების მასალების ექსპერტიზის ჩასატარებლად.

თავის მხრივ, ლიტვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ აღნიშნა, რომ ეს უკრაინის შიდა საკითხია, რომელშიც ლიტვა არ ერევა და კომენტარს არ აკეთებს.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"