სპორტის სასახლეში, სადაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს, ვითარება დაიძაბა

სპორტის სასახლეში, სადაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს, ვითარება დაიძაბა

ამ წუთებში სპორტის სასახლეში, სადაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნები მიმდინარეობს, ვითარება დაიძაბა. ცოტა ხნის წინ სპორტის სასახლეში შუქი ჩაქრა, რასაც ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატების და ასევე მოქმედი თავმჯდომარის ზაზა ხატიაშვილის აღშფოთება მოჰყვა.

მათი განცხადებით, მათ არ იციან, თუ რატომ ქრება შუქი მაინცდამაინც, როცა ხმის მიცემის პროცედურა დასრულებულია.

"არ ვიცი, რატომ ქრება შუქი მაინცდამაინც მაშინ, როცა არჩევნები დასრულდა. არ ვიცი რასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ.

ამის შემდეგ კი ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილმა და ასევე თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით ლანჩავამ კომისიის ერთ-ერთ წევრს მიმართეს კითხვით, თუ რატომ ქრება შუქი და ადგილი ხომ არ აქვს რაიმე პროვოკაციას. მათ კითხვებით მიმართეს კომისიის წევრს თუ რატომ უჭირავს ხელში ბიულეტენი ხმის მიცემის დასრულების შემდეგ.

ამ კითხვებს კი ადგილზე ვითარების დაძაბვა და კამათი მოჰყვა.

ზაზა ხატიაშვილმა და დავით ლანჩავამ ბიულეტენებით სავსე ყუთების დალუქვა მოითხოვეს, რის შემდეგაც ყუთები დაილუქა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი