აშშ-ში, ნიუ-იორკში აფეთქება მოხდა. "ბიბისის" ინფორმაციით, აფეთქება მანჰეტენზე, თაიმს სქვერთან ახლოს მდებარე ავტობუსების სადგურზე მოხდა.
"ნიუ-იორკის პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ 42-ე ქუჩაზე, მანჰეტენზე აფეთქება მოხდა," - აღნიშნულია პოლიციის "ტვიტერის" გვერდზე.
პოლიცია ადგილზეა გასული, სხვა დეტალებს ოფიციალური უწყებები, ჯერჯერობით, არ ავრცელებენ.
ABC News-ის წყაროს ცნობით, ბომბის აფეთქების ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. მომხდარის შედეგად კი სულ მცირე ერთი ადამიანი დაშავდა.
მეტროს სამი ხაზიდან ხალხი ევაკუირებულია.
LIVE ნიუ-იორკიდან, სადაც მანჰეტენზე აფეთება მოხდა და პოლიციაა მობილიზებული