გაიცანით 21 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც Facebook-ის შტატიანი თანამშრომელი გახდა

გაიცანით 21 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც Facebook-ის შტატიანი თანამშრომელი გახდა

21 წლის ნიკა ნადირაძე facebook-ის შტატიანი თანამშრომელი გახდა.

როგორც ის "ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და თებერვლიდან კომპანიაში სრულ განაკვეთზე იმუშავებს. ამასთან, ნიკამ რამდენიმე დღის წინ დაასრულა სწავლა ფლორიდას ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობდა.

თბილისში ნიკა კომაროვის სკოლაში სწავლობდა. როგორც თვითონ იხსენებს პროგრამირებით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში სხვადასხვა აქტივობებშიც მონაწილეობდა.

"დაახლოებით მე-10 კლასში ვიყავი, როცა დავიწყე ინგლისურში მეცადინეობა და სკოლის შემდეგ ფლორიდას ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მოვხვდი. მაშინ პრემიერის ფონდი არსებობდა, რომელიც სწავლის ნაწილობრივ დაფინანსებაში დამეხმარა და ასე წამოვედი ამერიკაში,“-აცხადებს ნიკა ნადირაძე.

მისივე თქმით, სწავლის პარალელურად 3-4 წელია ზაფხულის განმავლობაში "ფეისბუქში“ ინტერნად მუშაობს. როგორც ნიკა ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ბავშვობიდან საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ოლიმპიადებში და სწორედ ერთ-ერთში მონაწილეობის შედეგია მისი "ფეისბუქში“ მოხვედრა. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი