როგორია მომდევნო სამი დღის ამინდის პროგნოზი მთელი საქართველოსთვის

როგორია მომდევნო სამი დღის ამინდის პროგნოზი მთელი საქართველოსთვის

19 დეკემბრამდე საქართველოს უმეტეს რაიონში უნალექო ამინდი შენარჩუნდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის სვეტლანა ნიორაძის თქმით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს უნალექო ამინდი იქნება.

დასავლეთ საქართველოში,ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობში, დღეს და ხვალ მოსალოდნელია ქარი, რომლის სიჩქარე წამში 20-22მ იქნება.

ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით დასავლეთ საქართველოს დაბლობში 12-19 გრადუსი, აღმოსვლეთ საქართველოს ბარში - 6-11 გრადუსი იქნება. ხვალ აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნისლია მოსალოდნელი.

18 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა იწვიმოს. დღისით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში 12-17 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 6–10 გრადუსი.

19 დეკემბერს კი, საქართველოში შედარებით აცივდება და იწვიმებს, მთასა და მაღალმთაში მოთოვს.

თბილისში 19 დეკემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით 8-11 გრადუსის ფარგლებში იქნება.

19 დეკემბრიდან კვირის ბოლომდე საქართველოში შედარებით ცივი და არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი