"მის საქართველო" ნია წივწივაძე: "არასდროს არაფერი მომწონს ჩემი"

"მის საქართველო" ნია წივწივაძე: "არასდროს არაფერი მომწონს ჩემი"

24 წლის ნია წივწივაძე ცოტა ხნის წინ "მის საქართველო - 2017" გახდა. მშვენიერი ნია ჭკვიანი და მიზანდასახული გოგონაა, რომელსაც სამომავლოდ არაერთი გეგმა აქვს დასახული...

- სხეულზე გემჩნევა, რომ ვარჯიშობ, ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვები.

- ძალიან მიყვარს ცურვა და ეს მეხმარება. ტრენაჟორებზეც ვვარჯიშობ. ერთადერთი, რასაც ვერ ვაკონტროლებ, ეს ჭამაა. ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით ცომეული, "ფასტ ფუდი". ვცდილობ, ამოვიღო რაციონიდან. ვარჯიში მეხმარება და აბალანსებს ამ ყველაფერს. ვარჯიში, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხეული უნდა გქონდეს ფორმაში. ამდენი ადამიანი გიყურებს, როგორ ფორმაში გაქვს სხეული. არასწორი კვება სახის კანზეც ცუდად აისახება.

- გამარჯვების შემდეგ იყო ბევრი კრიტიკა, ამაზე როგორი რეაქცია გქონდა?

- როცა კონკურსში მონაწილეობა გადავწყვიტე, თავიდანვე ვიცოდი, რომ კრიტიკა იქნებოდა და ამისთვის მზად ვიყავი. ვიღაცეები წერდნენ: "ეს გოგო ბექას და არის და ამიტომ გახდა "მის საქართველოო". ჩემს ცხვირსაც აკრიტიკებდნენ, მაგრამ რატომ გადაწყვიტეს, რომ დიდი მიჩანდა, ვერ მივხვდი. გატეხილი მქონდა, ძგიდე გავისწორე, პლასტიკა არ გამიკეთებია.

მაქსიმალისტი ვარ, საკუთარ თავთან დაკავშირებით ძალიან კრიტიკული. არასდროს არაფერი მომწონს ჩემი, რადგან მინდა, იდეალურად იყოს ყველაფერი. საკუთარ თავს ბევრს ვთხოვ ხოლმე. ეს შეიძლება - კარგია, მაგრამ ნორმის ფარგლებში. მე კი ძალიან კრიტიკული ვარ, მაგრამ ნელ-ნელა მეტად მემატება თავდაჯერებულობა.

- რის კეთება გიყვარს?

- ვწერ სტატიებს. ჩემი ბლოგი მაქვს 16 წლიდან და იქ ვწერ რჩევებს. მოგზაურობის შესახებ. მინდა, ამ კუთხითაც გავაგრძელო ჩემი კარიერა. მოგზაურობა ძალიან მიყვარს, რადგან ახალ ქალაქში, ახალი შთაბეჭდილებების მიღება ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო და საინტერესო ემოციაა. სანამ წავალ, მანამდე ვეცნობი ყველაფერს. მეგობრები მეუბნებიან, ჩვენი რუკა ხარო.

- რა ხდება პირადში?

- შეყვარებული მყავს, ორი წელია, ერთად ვართ. როგორც მითხრა, სანამ გამიცნობდა, მანამდე იცოდა ჩემ შესახებ. მოვწონდი და მერე, მეგობრების წრეში რომ გავიცანი, აქტიურობა დაიწყო. ნელ-ნელა განვითარდა ჩვენი ურთიერთობა: საერთო ინტერესები გვქონდა, გავუგეთ, ჩემთვის საინტერესო ადამიანი აღმოჩნდა. ახლაც, კონკურსზე რომ ვაპირებდი გასვლას, მას ვკითხე აზრი და ძალიან გაუხარდა. უნდა, რომ ძალიან დაკავებული ვიყო - არ ვიჯდე სახლში და ყველგან ვიყო. რომ გავიმარჯვე, მითხრა: ძალიან მეამაყებიო. ფეხბურთელია და ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, არასდროს მინდოდა, სპორტსმენი შეყვარებული მყოლოდა, მაგრამ ასე გამოვიდა.

ნათია უტიაშვილი

ჟურნალი "თბილისელები"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება