"ბირჟა მაფიის" წევრი გიორგი ქებურია - მოხარული ვარ, რომ ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა

"ბირჟა მაფიის" წევრი გიორგი ქებურია - მოხარული ვარ, რომ ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა

მოხარული ვარ, რომ ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა, - ამის შესახებ "ბირჟა მაფიის" წევრმა გიორგი ქებურიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გიორგი ქებურიას თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ გამოძიება, რომელიც შეეხება პოლიციელთა მიერ ჩადენილ ქმედებას მისი და მიხეილ მგალობლიშვილის წინააღმდეგ ობიექტურად დასრულდება.

"ბირჟა მაფიის" წევრის გიორგი ქებურიას მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყდება.

შეგახსენებთ, რომ 8 ივნისს "ბირჟა მაფიას" ორი წევრი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სასამართლომ მიხეილ მგალობლიშვილს გირაო 50 ათასი ლარის, გიორგი ქებურიას კი 20 ათასი ლარის ოდენობით შეუფარდა."ბირჟა მაფიას" წევრები წარდგენილ ბრალს არ იზიარებდნენ და დაკავებას მათ ახალ კლიპს უკავშირებდენ, სადაც პოლიციელი არის გაშარჟებული.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ