ლეგენდარული მოცეკვავეთა ჯგუფი “ანატოლიის ცეცხლი” დღეს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ცეცხლოვან შოუს გამართავს

ლეგენდარული მოცეკვავეთა ჯგუფი “ანატოლიის ცეცხლი” დღეს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ცეცხლოვან შოუს გამართავს

კომპანია "SA Organization"-ის ორგანიზებით ლეგენდალური მოცეკვავეთა ჯგუფი თბილისს დღეს, 16 თბილისს ეწვევა და 19:30 საათზე ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში ცეცხლოვან შოუს გამართავს.

ლეგენდარულმა ჯგუფმა საქართველოში საგასტროლო ტურნე ბათუმით დაიწყო და 14 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების ცენტრში ბათუმელ მაყურებლის წინაშე წასრდგა.

ჯგუფის საგასტროლო ტურნე საქართველოში თურქეთის საელჩოს მხარდაჭერით ეწყობა და საქართველო-თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის იუბილეს ეძღვნება. ჯგუფის თაყვანისმცემლებს შოუს ნახვა ხვალ, 17 დეკემბერსაც შეეძლებათ.

"ანატოლიის ცეცხლი" ერთ-ერთ საუკეთესო საცეკვაო ჯგუფია, რომელმაც დაიმსახურა აღფრთოვანება მსოფლიოს საუკეთესო სცენებზე, როგორიც არის Madison Square Garden (ნიუ-იორკი), Chicago Theater (ჩიკაგო), Palais des congrès და Bercy Arena (პარიზი) Forest National (ბრიუსელი) და ა.შ.

"ანატოლიას თურქეთის აზიურ ნაწილს ეძახიან, ამ პროექტის წყაროც, სწორედ, ანატოლიის ანტიკური მითოლოგიაა. პროექტი აერთიანებს ასობით ფოლკლორულ ცეკვასა და მუსიკას სხვადასხვა რეგიონიდან და მოცეკვავეებს მთელი მსოფლიოდან, რაც მას კიდევ უფრო უნიკალურს ხდის. აღსანიშნავია, რომ ჯგუფში 10 ქართველია, ეს ქართველი მაყურებლებისთვის დაგეგმილ კონცერტებს მეტ ინტერესს სძენს. კავკასიელებს ცეკვა უყვართ ძალიან. ცეკვას ენა არ გააჩნია. შეიძლება ითქვას, რომ "ანატოლიის ცეცხლის" მთავარი მიზანია, დაანახოს სამყაროს სიყვარულის, კულტურის ისტორიისა და მშვიდობის ანატოლიური ანტიკური მოზაიკა", - ლეგენდარული თურქული ანსამბლის უნიკალურობასა და საქართველოში დაგეგმილ გასტროლებზე ვესაუბრეთ პროექტის ხელმძღვანელს სელაჰატი ნათალაის.

"ანატოლიის ცეცხლი" 1999 წელს შეიქმნა და მათ უწოდებდნენ "ცეკვის სულთანებს", 750 აპლიკატიდან შეირჩა 90 მოცეკვავე. მოცეკვავეთა შრომისმოყვარეობამ (8-16 საათი დღეში) შედეგი გამოიღო და ახლა ანატოლიის ცეცხლი მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ისინი გვთავაზობენ არამხოლოდ ფოლკლორულ, არამედ ბალეტსა და თანამედროვე ცეკვებს. ანსამბლის ხელმძღვანელია მუსტაფა ერდოღანი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება