ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე #51-ე სკოლის რამდენიმე მოსწავლე დაკითხეს, მასწავლებლები კი გამოკითხეს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე #51-ე სკოლის რამდენიმე მოსწავლე დაკითხეს, მასწავლებლები კი გამოკითხეს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე #51-ე სკოლის მასწავლებლები და რამდენიმე მოსწავლე დაიკითხა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რამდენიმე მოსწავლემ თავად განუცხადა.

მათი ინფორმაციით, მოსწავლეები აღნიშნულ საქმეზე დღეს დაიკითხნენ, მასწავლებლების გამოკითხვა კი, რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ხორავას ქუჩაზე 1-ელ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი იმავე დღეს საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი არასრულწლოვანი დააკავა, მათ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურამ პასუხისგებაში 5 პირი მისცა, საიდანაც სამართალდამცველებმა მხოლოდ სამი დააკავეს, ვინაიდან 5 პირიდან ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ