ეშმაკის ბორბლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

ეშმაკის ბორბლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

მთაწმინდის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა. შემთხვევა გუშინ, ეშმაკის ბორბლის სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიმდინარეობისას მოხდა. შემთხვევის შედეგად დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გიგანტური ბორბლის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს კერძო კომპანია "კანო" ასრულებს. როგორც "რუსთავი 2"-თან სუბრისას მთაწმინდის პარკის გენერალური დირექტორი გელა დიღმელაშვილი აცხადებს, უსაფრთხოების ზომების დაცვასთან დაკავშირებით ის ვერ ისაუბრებს, ვინაიდან არ იცის, თუ რა ხდებოდა იმ კონკრეტულ მომენტში.

"გუშინ უბედური შემთხვევის გამო დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა კიდევ ერთი. ამჟამად მიმდინარეობს ძიება, რომელიც დაადგენს ამ უბედური შემთხვევის მიზეზებს", - განაცხადა გელა დიღმელაშვილმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია