ბიტკოინის ყველაზე მსხვილი ვებგვერდის დამაარსებელმა მისი ყველა ბიტკოინი გაყიდა

ბიტკოინის ყველაზე მსხვილი ვებგვერდის დამაარსებელმა მისი ყველა ბიტკოინი გაყიდა

ემილ ოლდენბურგმა, რომელიც გახლავთ ბიტკოინის ყველაზე მსხვილი საიტის, Bitcoin.com-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, მის ხელთ არსებული ყველა ბიტკოინი გაყიდა და ეს გადაწყვეტილება მარტივად ახსნა, რომ ეს ვალუტა არის ვირტუალურად გამოუსადეგარი.

მისივე თქმით, ბიტკოინი ყველაზე სარისკო ინვესტიციაა, რომელიც შეიძლება განახორციელო.

როგორც დასავლური მედია წერს, მიზეზებს შორის ოლდენბურგმა ასევე ახსენა ტრანზაქციების დროს ლოდინის დიდი დრო. მისივე თქმით, მან ტრადიციული ბიტკოინიდან გადაინაცვლა Bitcoin Cash-ში, რომელიც აგვისტოში შეიქმნა. მანვე დასძინა, რომ ეს ტრანსფერი მას საკმაოდ დიდი თანხა დაუჯდა.

"როცა გავყიდე ჩემი ბიტკოინი, მე გადავიხადე 50 დოლარი და ველოდი 12 საათი ამ ტრანზაქციის განხორციელებას ძველ საიტზე, Bitcoin Cash-ში კი ეს გადასახადი ნაკლებია და სწორედ მასში ვხედავ მომავალს", - განაცხადა ოდლენბურგმა.

განაგრძეთ კითხვა

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"