ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა უნდა იცოდეთ მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ, თქვენს კითხვებს მოძღვარი პასუხობს.

გამოგზავნილი კითხვები:

- რომელი ლოცვები უნდა ვიკითხოთ მარხვაში?

- შობის მარხვაში განსაკუთრებული ლოცვები არ არის, მაგრამ რაც უფრო მეტს ილოცებს ადამიანი, პარაკლისს და დაუჯდომელს, ფსალმუნებს ან სახარებას წაიკითხავს, ეს იქნება განსაკუთრებული მდგომარეობა მარხვაში.

- რას ნიშნავს მძიმე მარხვა?

- მძიმე ანუ მკაცრი მარხვა არის ადამიანის მდგომარეობა, როცა ის ცდილობს უფრო განსაკუთრებულად დაიცვას მარხვა. მიიღოს საკვები ზეთის გარეშე (მარხვაში ზეთი შეიძლება) და უფრო მეტი ილოცოს.

- თუ მარხვის დროს ვერ ვახერხებ აღსარების ჩაბარებას, მეთვლება თუ არა მარხვა შენახვად?

- არ მგონია დღეს ადამიანს ისეთი მდგომარეობა ჰქონდეს, რომ 40-დღიან მარხვაში ერთხელ ვერ მოვიდეს ტაძარში და აღსარების ჩასაბარებლად მოძღვარი ვერ ნახოს.

- სამსახურის გრაფიკიდან გამომდინარე, ვერ ვახერხებ ტაძარში სიარულს, როგორ მოვიქცე?

- სამების საკათედრო ტაძარში ყოველთვის არის შესაძლებელი, რომ ადამიანი მსახურებაზე მოვიდეს. მსახურება არის დილის 7 საათზე, 8 საათზე, 9 საათზე და ამის შემდეგ მიდიან სამსახურში. უამრავი ტაძარია თბილისის მასშტაბით, სადაც ადამიანს შეუძლია მისვლა და წირვაზე დასწრება.

- რამდენად დასაშვებია ალკოჰოლის მიღება მარხვის დროს?

- დასაშვებია ნორმის ფარგლებში, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს ღრეობაში და ისეთ ქმედებაში, რომ ადამიანმა ან საკუთარ თავს ავნოს ან სხვას.

- რამდენად არის დასაშვები სამარხო შოკოლადისა და კატლეტის მიღება მარხვის პერიოდში?

- ფსიქოლოგიურად ისე განვეწყობით ხოლმე მარხვის წინ, თუ რა უნდა ვჭამოთ და როგორი საკვები უნდა ვიყიდოთ, რომ მარხვას აღარ გავს ეს ყველაფერი. არ არის პრობლემა კატლეტის და შოკოლადის მიღება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს მთავარი - სულიერი წინსვლა ლოცვით, სიკეთის კეთებით და სხვადსხვა სათნოებებით ხდება.

- შეიძლება თუ არა ცოლ-ქმრული ურთიერთობა მარხვაში?

- მარხვა არ არის აკრძალვა. ეს დამოკიდებულია ცოლ-ქმარზე. მათ შეუძლიათ შეთანხმდნენ, რომ არ ჰქონდეთ ურთიერთობა, მაგრამ თუ ერთი ცდილობს იყოს ეკლესიური, მთავარია მათ შორის იყოს მშვიდობა და მათი ურთიერთობა ნებადართულია.

- საკვების გარდა რაზე უნდა ვთქვათ უარი მარხვაში?

- მარხვა არის სწორედ ის, რომ რაც გვიყვარს, მისგან უნდა  შევიკავოთ თავი. ეს არის ზედმეტი გართობა. მარხვის დროს უფრო მეტი უნდა ვილოცოთ. ადამიანი მეტად უნდა დაფიქრდეს საკუთარ მდგომარეობაზე, საკუთარ ცოდვებზე. ათასი წვრილმანი აქვს ადამიანს სულში, რომელსაც ჩაძიება და შეცდომების გამოსწორება სჭირდება.

იხილეთ ვიდეო

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას

როგორ აღვზარდოთ შვილები სწორად- ფსიქოლოგის რჩევები