"10 ღვინო რომელიც უნდა გასინჯო" და "რადიო პალიტრა" გუდაურში უამრავი სიურპრიზით გელოდებათ

"10 ღვინო რომელიც უნდა გასინჯო" და "რადიო პალიტრა" გუდაურში უამრავი სიურპრიზით გელოდებათ

24 დეკემბერს, გუდაურში რედკოს მიმდებარე ტერიტორიაზე, 11 საათიდან რადიო პალიტრა გრანდიოზულ ღონისძიებაზე გეპატიჟებათ. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება პროექტი "10 ღვინო რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ". ღვინის ონლაინმაღაზია და მედიაპორტალი ALLWINE.GE პროექტის ფარგლებში სტუმრებს 23 სახეობის ქართულ ღვინოს წარმოუდგენს. სტუმრებს საშუალება ექნებათ დააჭაშნიკონ წარმოდგენილი ქართული ღვინოები და ბრმა დეგუსტაციისას მათ რჩეულს ხმა მისცენ. დეგუსტაციისს წარმოდგენილი იქნება მცირე მარნებისა და უნიკალური ქართული ღვინოების სრული ასორტიმენტი. ღვინის დაჭაშნიკება ადგილზე იქნება შესაძლებელი, ხოლო შეძენის შემთხვევაში, სასურველი ღვინის ადგილზე მიტანას allwine.ge უზრუნვეყოფს.

ამის გარდა, სტუმრებს გუდაურში უამრავი სიურპრიზი ელოდებათ. სასიამოვნო მუსიკისა და შეუდარებელი ქართული ღვინოების დაჭაშნიკების ფონზე, რადიო პალიტრა ჩაატარებს გრანდიოზულ გათამაშებას, სადაც ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ბრიტანელი ვარსკვლავის, ჯეიმს ბლანტის კონცერტის ბილეთი გათამაშდება.

"ყველასათვის საყვარელი ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი თბილისს ესტუმრება. შოუ მომღერლის მსოფლიო ტურნეს - Afterlove-ის ნაწილია და მისი მეხუთე სტუდიური ალბომის ერთგვარი პრეზენტაცია. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ღონისძიების მრავალფეროვანი პროგრამიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება ძალიან დასამახსოვრებელი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე. მომღერლის ფანებს ასევე ველი 24 დეკემებრს გუდაურში, სადაც ჩვენი მედიაპრტნიორი რადიო პალიტრა გაათამაშებს ფესტივალზე დასასწრებ 1 ბილეთს, ასე რომ არ გამოტოვოთ," - ფესტივალის დეტალებზე ambebi.ge-ის ესაუბრა ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, "ჯეპრას" უფროსის კონსულტანტი თინათინ სამყურაშვილი.

"ეს განსაკუთრებული სიურპრიზია, ძალიან მალე , თბილისს ჯეიმს ბლანტი ესტუმრება და ჩვენ გადავწყვიტეთ იმ ადამიანს, ვინც კარაოკეში ჯეიმს ბლანტის სიმღერას ყველაზე უკეთ იმღერებს, კონცერტზე დასასწრები ბილეთი გადავცეთ. ეს მცირე ჩამონათვალია იმ სიურპრიზების, რაც კვირას გუდაურში გელოდებათ. რაც მთავარია, ამინდიც მშვენიერია, ასე რომ გელოდებით ყველას" - განაცხადა events.ambebi.ge- სთან საუბრისას რადიო პალიტრის მარკეტინგის ხელმძღვანელმა თამთა ასათიანმა.

ჰოთსეილი სტუმრებისთვის ავერსის ერთთვიან ულიმიტო ფიტნეს ვაუჩერს აწესებს და გამარჯვებულებს გადასცემს.

რადიო პალიტრას, რა თქმა უნდა, უყურადღებოდ არც პატარა სტუმრები დაუტოვებია და ყველასთვის საყვარელი "გუდაგუდა"-ს გუდაურში დაახვედრებს მათ, გაამხიარულებს პატარებს და სამახსოვრო ფოტოებსაც გადაიღებს მათთან, გამომცემლობა "პალიტრა L" კი, პატარებისთვის გუნდას სათამაშოებს გაათამაშებს.

"პრინტარეას" ნაძვის ხესთან, ფოტოსესია გაიმართება. ვინც ფოტოს გადაიღებს და ფეისბუქზე ჰაშთაგით ატვირთავს 100 ლარიანი პრინტარეას ვაუჩერი გადაეცემა.

24 დეკემბერს რადიო პალიტრა იზრუნებს ყველა იმ ადამიანის განწყობაზე, ვინც ვიქენდს გუდაურში გაატარებს. გარდა იმისა , რომ წარმოდგენილი იქნება რადიო პალიტრის ყველა დროის საუკეთესო მუსიკა და კარაოკე, სტუმრებს უამრავი სიურპრიზი და დაუვიწყარი დღე ელის.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება