აღნიშნე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღი ბრიტანელ სუპერვარსკვლავ ჯეიმს ბლანტთან ერთად

აღნიშნე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი თარიღი ბრიტანელ სუპერვარსკვლავ ჯეიმს ბლანტთან ერთად

ყველასათვის საყვარელი ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი თბილისს 26 მაისს ესტუმრება მსოფლიო ტურნეს "The Afterlove-ის" ფარგლებში და მონაწილეობას მიიღებს ფესტივალში „დამოუკიდებლობის დღე". ჯეიმს ბლანტმა სახელი 2005 წელს გამოცემული ალბომით Back to Bedlam გაითქვა და ასევე, ყველასათვის საყვარელი სინგლებით "You’re Beautiful" და "Goodbye My Lover". მომღერალი ფანებს საყვარელი ჰიტების შესრულებას პირდება. ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია tkt.ge-ზე. ხოლო ის, ვინც ბილეთებს 31 იანვრის ჩათვლით შეიძენს, მიიღებს შანსს არა მხოლოდ მოუსმინოს, არამედ შეხვდეს კიდეც საყვარელ შემსრულებელს. 30 იღბლიანი პირადად გაიცნობს ჯეიმს ბლანტს.

ჯეიმს ბლანტის სიმღერამ „You’re beautiful", დიდი წარმატება მოუტანა მომღერალს. მის ამ არაჩვეულებრივ ჰიტს წვეულებებსა და ქორწილებში დღემდე უკრავენ. სწორედ მისი საშუალებით, ჯეიმსის ალბომი დეკადის საუკეთესოდ გაყიდვად ალბომად დასახელდა.

ჯეიმსისთვის სიმღერას სრულიად განსხვავებული დატვირთვა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჰიტი მისი რჩეული შემოქმედება არ არის, მან განაცხადა, რომ არ შეწყვეტს მის შესრულებას კონცერტებზე, რადგან ეს მისი თაყვანისმცემლების საყვარელი სიმღერაა და იგი დიდ პატივს სცემს თავის ფანებს/გულშემატკივრებს.

ჯეიმს ბლანტი საქართველოს 26 მაისს, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, ეწვევა და მონაწილეობას მიიღებს ფესტივალში „დამოუკიდებლობის დღე". მომღერალი საქართველოში ფანებთან შეხვედრას გეგმავს. შეიძინე ფესტივალზე დასასწრები ბილეთები TKT.ge-ზე 31 იანვრის ჩათვლით, ჩაერთე სპეციალურ გათამაშებაში და მიიღე შანსი მოხვდე 30 იღბლიანს შორის, ვინც საყვარელ მომღერალს პირადად გაიცნობს.

ასევე გთავაზობთ კორპორატიულ შეთავაზებებს, თუ კომპანია მზად არის თანამშრომლებს სიურპრიზი გაუკეთოს, მათ სპეციალური ფასდაკლება ელით ღონისძიების ორგანიზატორებისგან.

„ყველასათვის საყვარელი ბრიტანელი მომღერალი ჯეიმს ბლანტი თბილისს ესტუმრება. შოუ მომღერლის მსოფლიო ტურნეს - Afterlove-ის ნაწილია და მისი მეხუთე სტუდიური ალბომის ერთგვარი პრეზენტაცია. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ღონისძიების მრავალფეროვანი პროგრამიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იქნება ძალიან დასამახსოვრებელი და შთაბეჭდილებებით სავსე დღე. მომღერლის ფანებს ასევე ველი 24 დეკემბერს გუდაურში, სადაც ჩვენი მედიაპარტნიორი რადიო პალიტრა გაათამაშებს ფესტივალზე დასასწრებ 1 ბილეთს, ასე რომ არ გამოტოვოთ," - ფესტივალის დეტალებზე ambebi.ge-ს ესაუბრა ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფის წევრი, „ჯეპრას" უფროსის კონსულტანტი თინათინ სამყურაშვილი.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება