ყველაზე ძვირად ღირებული იახტები, რომელიც 2017 წელს გაიყიდა

ყველაზე ძვირად ღირებული იახტები, რომელიც 2017 წელს გაიყიდა

2017 წელს 369 სუპერ იახტა გაიყიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 5%-ით მეტია. ქვემოთ წარმოგიდგენთ წლის განმავლობაში გაყიდულ ყველაზე შთამბეჭდავ იახტებს.

11. "ანდიამო" - ფასი 35 მლნ ევრო. იახტა დამზადებულია იტალიური ფირმის "ბენეტის" მიერ. მისი სიგრძე 59 მეტრია და დამზადებულია 2009 წელს. თავდაპირველად მისი სახელი "ლედი ლარა" იყო, თუმცა 2017 წლის იანვარში ახალმა მყიდველმა მას ანდიამო უწოდა. ამას მოჰყვა მისი დიზაინის შეცვლა. იახტა მთლიანად თეთრი იყო, თუმცა ახლა იახტის კორპუსი მუქი ლურჯია. გემბანზე არის დიდი ჯაკუზი და სავარჯიშო დარბაზი.

10. "დინასტია" - ფასი 29.5 მლნ აშშ დოლარი. დამზადებულია 2008 წელს იტალიური მწარმოებლის " ბენეტის" მიერ. მისი სიგრძე 59 მეტრია და დიდი შიდა ფართითაა ცნობილი. ის პირველად 2013 წელს გამოიტანეს გასაყიდად და მისი ფასი 36 მლნ ევრო იყო, თუმცა 2015 წელს ის მთლიანად გადააკეთეს და გადაღებეს. იახტა 2017 წლის ივლისში 29.5 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა. მისი ინტერიერი რთულად მოქარგული ქსოვილებითა და ორნამენტებით არის შესრულებული. მუქი ხითა და თეთრი ავეჯით გაწყობილი იახტა 12 სტუმარს იტევს და 6 კაიუტა აქვს.

9. "იღბლიანი ლედი" - ფასი 39.7 მლნ დოლარი. დამზადებულია ჰოლანდიური ფირმის oceanco-ს მიერ 2002 წელს. 2017 წლის იანვარში იახტა 39 750 000 აშშ დოლარად გაიყიდა და სახელად "იღბლიანი ლედი" უწოდეს. იახტის გემბანზე არის აბაზანა ჩანჩქერის ეფექტითა და ცხელი წყლით, ცისკენ მიმართულ sky lounge-ს აქვს დიდ ფანჯრები, ხოლო კაპიტნის კაბინას 180 გრადუსიანი პანორამული ხედი აქვს, რომელიც იახტის ცხვირისკენაა მიმართული.

8. "ღელვა" - ფასი 48.5 მლნ დოლარი. იახტა, რომლის სიგრძე 63.84 მეტრია, 2006 წელსაა დამზადებული Royal Denship-ის მიერ. 2017 წლის დასაწყისში ის 48 500 000 აშშ დოლარად გაიყიდა. იახტა გააკეთეს სამეცნიერო ექსპედიციებისთვის. იახტაზეა კლიმატოლოგიის ლაბორატორია, ასევე კვლევითი განყოფილებები, სადაც ოკეანეებზე გლობალური დათბობის ეფექტი უნდა შეესწავლათ. ალუბლის ხის ინტერიერით გაწყობილ იახტას 16 სტუმრის მიღება შეუძლია და 8 კაიუტა აქვს. კაპიტნის კაბინა ცალკე გემბანზეა მოთავსებული... განაგრძეთ კითხვა + იხილეთ ფოტოები

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"