25 დეკემბრამდე ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზღვაზე კი 4-5 ბალიანი შტორმი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 დეკემბრამდე საქართველოს ტერიტორიზე ამინდს განაპირობებს შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში და მაღალ მთაში თოვლის სახით.
24 დეკემბრიდან დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.