ინფორმაცია მძღოლებისთვის - რა მდგომარეობაა საქართველოს გზებზე უხვი ნალექის გამო

ინფორმაცია მძღოლებისთვის - რა მდგომარეობაა საქართველოს გზებზე უხვი ნალექის გამო

უხვი ნალექის გამო, საქართველოს ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება რამდენიმე მიმართულებით გართულებულია.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება, ამ დროისთვის კი აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

"როგორც კობის, ასევე გუდაურის მხრიდან, ინტენსიური თოვის შედეგად მოსული 1 მეტრამდე თოვლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, მაგრამ ამ მონაკვეთის შუაში - ჯვრის უღელტეხილზე, ნარჩუნდება ზვავსაშიშროება. ჩვენ გარემოს ეროვნული სააგენტოდან ველოდებით პასუხს, თუ როდის იქნება უსაფრთხო ამ მონაკვეთზე გაწმენდითი სამუშაოების დაწყება", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ასევე, ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია, კორშა-შატილის მონაკვეთზე.

"ქუთაისი-მოწამეთა-ტყიბული-ამბროლაურის მიმართულებით მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის გადაადგილება გართულებულია, ამ მიმართულებით 71-ე კილომეტრზე ჩამოსულია დიდი მოცულობის კლდოვანი მასა, თუმცა მოძრაობა გადართულია შიდა სასოფლო გზებზე - სოფელ იწასა და ახალსოფელის მიმართულებით, ამრიგად, მოძრაობა არ ფერხდება. ჟინვალი-ბარისახო-შატილის მიმართულებით კორშა-შატილის 53-ე და 106 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", - განაცხადეს გზების დეპარტამენტში.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა), შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლებს მოუწოდებს, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი