ქალი შობის ღამეს წყალში შევიდა და გაუჩინარდა - მისი პოვნა მაშველებმა ვერ შეძლეს

ქალი შობის ღამეს წყალში შევიდა და გაუჩინარდა - მისი პოვნა მაშველებმა ვერ შეძლეს

ბრიტანეთში, შობის ღამეს ზღვის პირას უცნობი ქალი შენიშნეს. დაახლოებით ღამის 3 საათზე, სანაპიროზე მყოფებმა დაინახეს, როგორ შევიდა  ქალი წყალში, პირსთან ახლოს და გაუჩინარდა.

სანაპირო დაცვის წარმომადგენლის თქმით, მისი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამძებრო ღონისძიებებში ჩაერთო ვერტმფრენი, მაშველები ეძებდნენ ნავებითაც, თუმცა ქალს ვერსად მიაგნეს.

"სანდოუნში პირსთან წყალში შევიდა ქალი, მას მთელი ღამის განმავლობაში ვეძებდით. სამუშაოები დილით შეწყდა. გამოვიყენეთ სანაპირო დაცვის კუთვნილი ვერტმფრენი და ორი სამაშველო ბრიგადა ნავებით, მათ მთლიანად დაათვალიერეს პერიმეტრი, თუმცა ქალი ვერსად ვნახეთ.

წყალში შესვლამდე ის ბევრმა ადამიანმა დაინახა და ნამდვილად გვჯერა მათი, თუმცა არ ვიცით, რა მოხდა - შესაძლოა, ქალი უკან გამოვიდა წყლიდან, ან უფრო ცუდი ამბავი მოხდა, თუმცა ფაქტია, რომ მისი ნახვა ვერ შევძელით," - ამბობს სანაპირო დაცვის წარმომადგენელი.

წყარო independent.co.uk

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს