2017 წლის მსოფლიო რეიტინგები, რომელშიც საქართველო მოხვდა

2017 წლის მსოფლიო რეიტინგები, რომელშიც საქართველო მოხვდა

2017 წელს გამოქვეყნებული მსოფლიოს სხვადასხვა რეიტინგიდან საქართველოს პოზიციები ზოგან გაუმჯობესდა, ზოგან კი პირიქით, გაუარესდა.

"ბიზნესპრესნიუსი" იმ რეიტინგების ჩამონათვალს გთავაზობთ, სადაც 2017 წელს საქართველო მოხვდა.

მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში საქართველო ერთი პოზიციით დაწინაურდა

მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის 2017 წლის ინდექსში საქართველომ 136 ქვეყანას შორის 3,70 ქულით 70-ე ადგილი დაიკავა. "მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის" მიერ გამოქვეყნებულ წლევანდელ რეიტინგში წინა მონაცემებთან შედარებით, საქართველომ 1 პოზიციით გაიუმჯობესა მდგომარეობა. ინდექსის თანახმად, საქართველო ევრაზიის რეგიონში მეორეა რუსეთის შემდეგ და უსწრებს აზერბაიჯანს, ყაზახეთს, სომხეთსა და უკრაინას.

გლობალური მშვიდობის ინდექსის თანახმად, საქართველოში მშვიდობის დონე "საშუალო შკალით" შეფასდა.

2017 წლის გლობალური მშვიდობის ინდექსში საქართველოს 2.084 ქულით მსოფლიოს 163 ქვეყანას შორის 94-ე პოზიცია ერგო. "ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის" ინდექსში საქართველოში მშვიდობის დონე "საშუალო შკალით" არის შეფასებული. ამასთან, ინდექსის თანახმად, საქართველო იმ რვა ქვეყანას შორისაა, სადაც 2008-2016 წლებში მშვიდობიანობის მაჩვენებელი დაბალიდან საშუალო შკალამდე გაუმჯობესდა.

გლობალური ინოვაციების ინდექსში საქართველო ოთხი პოზიციით დაქვეითდა

2017 წლის "გლობალური ინოვაციის ინდექსში" მსოფლიოს 127 ქვეყანას შორის

საქართველო 34.39 ქულით 68-ე პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ წინა წლის ინდექსთან დაკავშირებით, საქართველო რეიტინგში ოთხი პოზიციით დაქვეითდა.

საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით მსოფლიოში მე-8 ადგილზეა

ფრეიზერის ინსტიტუტის "მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების" 2017 წლის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წლის პერიოდს აფასებს, საქართველო 159 ქვეყანას შორის უმეტესად თავისუფალი სტატუსით მე-8 ადგილზე იმყოფება.

აღნიშნულ რეიტინგში 2016 წლის კორექტირებული ანგარიშის მიხედვით, საქართველო მე -7 ადგილს იყოფდა ავსტრალიასა და მაურიტუსთან ერთად.

გლობალური შიმშილის ინდექსში საქართველო 32-ე პოზიციაზეა

სურსათის პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის (IFPRI) 2017 წლის "გლობალური შიმშილის ინდექსში" საქართველო 119 ქვეყანას შორის 32-ე პოზიციაზეა. ინდექსის თანახმად, საქართველოში შიმშილის საერთო ქულა 7,7 და ამ მაჩვენებლით საქართველო იმ ქვეყნებს შორის მოხვდა, სადაც შიმშილის დაბალი ინდექსია. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის ინდექსში საქართველო 8,2 ქულით მე-16 პოზიციაზე იყო.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი