რადიო "პალიტრა" ერთგული მსმენელისთვის, ჯეიმს ბლანტის კონცერტის ბილეთებს გაათამაშებს

რადიო "პალიტრა" ერთგული მსმენელისთვის, ჯეიმს ბლანტის კონცერტის ბილეთებს გაათამაშებს

29 დეკემბერს რადიო "პალიტრა" ერთგულ მსმენელებს უამრავ სიურპრიზს უმზადებს. საახალწლო განწყობის შესაქმნელად, დილის 9 საათიდან, საღამოს 20:00 საათამდე, ყოველ საათში ერთხელ, "რადიო პალიტრას" მსმენელებს, FM 103.9-ზე გრანდიოზულ ვიქტორინაში შეეძლებათ მონაწილეობის მიღება. წამყვანი პირდაპირ ეთერში დასვამს კითხვას, რის შემდეგაც, სწორი პასუხის ავტორებს მრავალფეროვანი პრიზები გადაეცემათ.

გრანდიოზული ვიქტორინის შესახებ, "რადიო პალიტრას" მარკეტინგის მენეჯერი თამთა ასათიანი გვესაუბრება:

"რადიო "პალიტრაში", უკვე ტრადიციაა ის, რომ ახალ წელს განსაკუთრებული სიურპრიზები მოვუწყოთ ჩვენს მსმენელებს. წელს, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ვიქტორინა მართლაც გრანდიოზული და მრავალფეროვანი პრიზებით დახუნძლული იქნება. საჩუქრები ყოველ საათში გათამაშდება, ასე რომ, ჩვენი მსმენელი მთელი დღის მანძილზე ყურადღებით უნდა იყოს, რადგან როდის დაისმება კითხვა და როდის მოხდება საჩუქრის გადაცემა, ეს წინასწარ არავინ იცის. წამყვანის მიერ, პირდაპირ ეთერში დასმულ კითხვას თან სავარაუდო პასუხებიც ექნება და მსმენელს აქტიურობა სწორედ კითხვის დასმის შემდეგ შეეძლება.

- რა პრიზები ელით გამარჯვებულებს?

- პრიზები მართლაც ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ კომპანიებს, რომლებიც აქტიურად ჩაერთვნენ ჩვენს ვიქტორინაში. მსმენელი დასაჩუქრდება კომპანია "ბიბლუსის" ვაუჩერებითა და საახალწლო აქსესუარებით, ასევე გამომცემლობა "პალიტრა L" იზრუნებს მათზე და საჩუქრად გადასცემს წიგნებს. იტალიური კაფე "პიატოც" ჩვენს გვერდითაა და გამარჯვებულებს ვაუჩერებითა და უგემრიელესი ვახშმით დაასაჩუქრებს. და ბოლოს, ჩვენი ვიქტორინის ერთგვარი კულმინაცია იქნება ბრიტანელი შემსრულებლის ჯეიმს ბლანტის კონცერტზე დასასწრები ბილეთი, რომელიც 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

- რომელ საათამდე გაგრძელდება ვიქტორინა?

- ვიქტორინა ეთერში იქნება დილის 9 საათიდან საღამოს 8 საათამდე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთგული მსმენელები წავახალისოთ და გავახაროთ წინასაახალწლოდ. შევეცდებით, მაქსიმალურად მეტ მსმენელს მიეცეს პრიზების მოგების შესაძლებლობა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი