ახალი წლის საჩუქარი - 8 წარუმატებელი ორსულობის შემდეგ წყვილს შვილი 31 დეკემბერს შეეძინა

ახალი წლის საჩუქარი - 8 წარუმატებელი ორსულობის შემდეგ წყვილს შვილი 31 დეკემბერს შეეძინა

ქალს, რომელსაც 8 წარუმატებელი ორსულობა ჰქონდა, ახალი წლის ღამეს ჯანმრთელი ბიჭი შეეძინა.

ბრიტანელ ემა პარკერსა და მის ქმარს, ქრეიგს ჩარლი ალ-დერიკ პარკერი 11.30 საათზე შეეძინათ, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე.

წყვილი 6 წლის მანძილზე ცდილობდა, შვილი გაეჩინა, თუმცა ყველა ორსულობა ტრაგიკულად სრულდებოდა. ამის შემდეგ ემამ და ჩატლიმ გადაწყვიტეს, ინ-ვიტრო განაყოფიერებისთვის მიემართათ, ეს ორსულობაც წინა შვიდის მსგავსად წარუმატებელი აღმოჩნდა.

მერვედ ემა ბუნებრივად დაფეხმძიმდა და პირველი შვილი, 2018 წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე გაუჩნდა.

პარკერის თქმით, 37-ე კვირაზე ექიმებმა მას კვლავ ჯანმრთელობის პრობლემა დაუდგინეს, თუმცა, საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა.

წყარო mirror.co.uk

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს