თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებზე: "თემირლანს ჩატაევთან კავშირი არ ჰქონდა"

თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია სუს-ის მიერ გავრცელებულ კადრებზე: "თემირლანს ჩატაევთან კავშირი არ ჰქონდა"

სუს-ის მიერ კადრების გავრცელებას პანკისში სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის ბებია გამოეხმაურა. ელენე მაჩალიკაშვილი არ უარყოფს, რომ კადრებში მისი შვილიშვილი ჩანს, თუმცა ტერორიზმთან მის კავშირს გამორიცხავს.

"ჩემი შვილიშვილი თბილისში სწავლობდა და იქ ცხოვრობდა. იქნებ ქუჩაში დაელაპარაკნენ ერთმანეთს და იმათ დახმარება სთხოვეს. ასე ხდება, ჩეჩნებმა ერთმანეთის დახმარება ვიცით. ეს კადრები რას ამტკიცებს? არაფერსაც არ ამტკიცებს. დაგვისაბუთონ რის საფუძველზე ადანაშულებენ ჩატაევთან კავშირში.

დარწმუნებით ვამბობ, რომ თემირლანს ჩატაევთან არანაირი კავშირი არ აქვს", - განაცხადა ელენე მაჩალიკაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციების საქმეზე ვიდეომასალა გაასაჯაროვა.

"ინტერპრესნიუსი"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა