95 წლის ასაკში მარიკა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა

95 წლის ასაკში მარიკა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა

ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი მარიკა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა. მარიკა ლორთქიფანიძე 1922 წელს დაიბადა. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1947 წლიდან მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1956 წლიდან უფროს მეცნიერ-თანამშრომლად, 1966 წლიდან წამყვან მეცნიერ-თანამშრომლად, 1972-78 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის გამგედ. არის ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. 2000 წელს დააჯილდოვეს ღირსების ორდენით. გამოქვეყნებული აქვს 100 სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 წიგნი.

ხილეთ ვიდეო არქივიდან: "ამდენი ხანი არ უნდა იცოცხლოს ადამიანმა, დავიღალე, აღარ შემიძლია" - მარიამ ლორთქიფანიძის ბლიცინტერვიუ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი