ინტერვიუ მოყვარულ დიზაინერისთან, რომელმაც საკუთარი ოჯახისთვის ორიგინალური სახლი ააშენა

ინტერვიუ მოყვარულ დიზაინერისთან, რომელმაც საკუთარი ოჯახისთვის ორიგინალური სახლი ააშენა

მაკა შავგულიძე 32 წლისაა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. განათლებით ხელოვნებათმცოდნეა, თუმცა მისი საქმიანობა მჭიდროდ დაუკავშირდა სამშენებლო სფეროს - აღმასრულებელი დირექტორია ერთ-ერთ სამშენებლო კომპანიაში. გატაცებულია დიზაინით და თბილისში მეუღლესთან ერთად მეტად ორიგინალური სახლი ააშენა, რომლის ექსტერიერისა და ინტერიერის დაგეგმვაში უშუალო მონაწილეობა მიიღო. ამ სახლმა ჩვენი ყურადღებაც მიიპყრო და მაკას ვესტუმრეთ. გარდა სახლის მშენებლობა-რემონტისა, იმაზეც ვისაუბრეთ, თუ რა უნდა იცოდეს მან, ვინც კერძო სახლის აშენებას გადაწყვეტს და რით ჯობს საკუთარი სახლი კომუნალურ ბინას.

- როდის და რატომ დაინტერესდით ამ სფეროთი? რა ცოდნა და გამოცდილება მიიღეთ?

- კომფორტული და ესთეტიური სახლი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სფეროთი განსაკუთრებით მას შემდეგ დავინტერესდი, როდესაც ჩემს ბინაში რემონტი გავაკეთე. კომფორტისა და ესთეტიკის ძიების პროცესში ბევრ საკითხში გავერკვიე და ბევრი რამ ვისწავლე: სივრცის დაგეგმვა, ფერებისა და მასალების გამოყენება, სტილის მორგება ბინის მფლობელის გემოვნებასა და ცხოვრების სტილზე. აქტიურად ვმონაწილეობდი რამდენიმე მეგობრის ბინის დაგეგმვასა და რემონტის პროცესში. შედეგად, დიზაინისადმი ინტერესმა იმდენად შემიპყრო, რომ ვეცნობი შესაბამის ლიტერატურას, ვუყურებ დიზაინერების ვიდეოგაკვეთილებს და ამ გზით ვცდილობ, მივიღო მაქსიმალური ინფორმაცია დიზაინის სფეროში არსებულ ტენდენციებზე, მახასიათებლებზე და ა.შ.

ორი წლის წინ, საბედნიეროდ, მომეცა შესაძლებლობა, ჩემი საკუთარი სახლის დიზაინი თავად დამეგეგმა. სამუშაო პროცესმა იმდენად დიდი გამოცდილება შემძინა, რომ რამდენიმე სახლის დიზაინიც კი გავაკეთე.

- როგორი იყო სამუშაო პროცესი - მიწა გქონდათ თუ ამ სახლისთვის იყიდეთ? რა ეტაპების გავლა დაგჭირდათ სახლის ასაშენებლად...

- მე და ჩემს მეუღლეს ყოველთვის გვსურდა, საკუთარი სახლი გვქონოდა. სახლი, რომელიც ოჯახის წევრებისთვისაც და მეგობრებისთვისაც საუკეთესო შეკრების ადგილი იქნებოდა. სწორედ ამ იდეით შეპყრობილებმა შევიძინეთ ნაკვეთი და დავიწყეთ პროექტზე მუშაობა. ჩვენს წარმოსახვაში ზუსტად ვიცოდით, სახლში რა სივრცეები გვჭირდებოდა, როგორი უნდა ყოფილიყო ოთახების განლაგება. გვსურდა, სახლს მაქსიმალურად გახსნილი, ღია სივრცეები ჰქონოდა. ჩვენი სურვილების შეჯერებას არქიტექტორთან დაახლოებით 1 თვე დასჭირდა. ჩვენი მოთხოვნების გათვალისწინებით, მან შეიმუშავა პროექტი, რომლის მშენებლობაც ნაკვეთის შეძენიდან მალევე დავიწყეთ. პროექტის მიხედვით, სახლი ორსართულიანია, აქვს მისაღები ოთახი და სამზარეულო, 4 საძინებელი, 3 სველი წერტილი, გარდერობის ოთახი, საკუჭნაო, 2 ვერანდა. სახლის ფაქტიურად ყველა კედელი, გარდა ფუნქციურად საჭირო ყრუ კედლებისა, იატაკიდან ჭერამდე ვიტრაჟებია. ზაფხულში, როდესაც ვიტრაჟებს ბოლომდე ვხსნით, სახლი და ეზო თითქმის ერთიანი სივრცე ხდება. სახლში სივრცე ისეა დაგეგმილი, რომ ოჯახის წევრებს ერთიანი კომუნიკაციის შესაძლებლობასაც გვაძლევს და ამასთან, სურვილის შემთხვევაში, თითოეულ ჩვენგანს განმარტოების საშუალებაც აქვს...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი