პრინცი ჰარი და მეგან მარკლი ახალი წლის შემდეგ საჯაროდ პირველად გუშინ გამოჩნდნენ, წყვილი რადიოს Reprezent FM სტუმრობდა. მეგანს შენობაში შესვლამდე კანადური ბრენდის Smythe პალტო ეცვა. მაღაზიის ქსელში ნაცრისფერი პალტო, რომლის ფასი 795 დოლარია, მთლიანად გაყიდულია.
ნახეთ ვიდეო - პალტო, რომელიც მეგან მარკლს გუშინ ეცვა, მაღაზიებიდან გაქრა
რაც შეეხება Marks & Spencer-ის სვიტერს, რომლითაც მომავალი ჰერცოგინია რადიოს სტუდიაში იმყოფებოდა, სულ რაღაც 75 დოლარი ღირს და მისი შეძენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. ბრენდი ცდილობს, მაღაზიები „მეგანის სვიტრის“ მაქსიმალური რაოდენობით მოამარაგოს.
წყარო glamour.com