კოსმონავტი, რომელმაც განაცხადა, რომ კოსმოსში 9 სანტიმეტრით მოიმატა, "ანგარიშში შეცდა"

კოსმონავტი, რომელმაც განაცხადა, რომ კოსმოსში 9 სანტიმეტრით მოიმატა, "ანგარიშში შეცდა"

კოსმოსი საკმაოდ საშიში სივრცეა, გრავიტაციის ზონიდან მოშორებით ყოფნა კი ადამიანის სხეულზე უარყოფით გავლენას ახდენს. არასასურველი შედეგები დედამიწაზე დაბრუნებული კოსმონავტებისთვის ცხადი ხდება. კონკრეტულად, რა რისკის ქვეშ დგას ადამიანი, რომელიც კოსმოსში მიემგზავრება?

იაპონელმა კოსმონავტმა ნოროშიგე კანაიმ მსოფლიო გააოგნა განცხადებით, კოსმოსში ყოფნის დროს მისი სიმაღლე 3 კვირაში 9 სმ-თი გაიზარდა.

მოგვიანებით აღნიშნა, რომ ანგარიშში შეცდა და რეალურად, სიმაღლემ 2 სმ-თი მოიმატა. სიმაღლეში ცვლილებები კოსმონავტებისთვის კოსმოსში ყოფნისას სრულიად ნორმალურია.

გრავიტაციის გარეშე ხერხემლის მალები, შესაძლოა, გაფართოვდეს, რაც ადამიანის სიმაღლეს ზრდის. თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ დედამიწაზე დაბრუნებისთანავე სხეულის სიგრძე ძველ ნიშნულს უბრუნდება.

წყარო bbc.com

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"