საახალწლოდ ვანის მუნიციპალიტეტმა პრემიის სახით 64 400 ლარი გასცა

საახალწლოდ ვანის მუნიციპალიტეტმა პრემიის სახით 64 400 ლარი გასცა

შობა-ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ვანის მუნიციპალიტეტმა პრემიის სახით 64 400 ლარი გასცა.

"ინტერპრესნიუსისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, პრემია მუნიციპალიტეტში დასაქმებულ თანამშრომლებსა და საჯარო მოხელეებზე გადანაწილდა. პრემიის სახით ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა 1 325 ლარი მიიღო. მერის პირველმა მოადგილემ 810 ლარი.

1325 ლარი აიღო საკრებულოს თავმჯომარემ, მისმა მოადგილემ კი 810 მიიღო.

ვანის მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წლის აპრილში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაცემულმა პრემიამ 25 500 ლარი შეადგინა. ჯამში, მუნიციპალიტეტში 2017 წელს პრემიაზე 89 900 ლარი დაიხარჯა.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა