რას წერენ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაზე დავით კირკიტაძე და გივი თარგამაძე

რას წერენ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაზე დავით კირკიტაძე და გივი თარგამაძე

რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორის, ყოფილი პარლამენტარისა და გენერლის - სამსონ ქუთათელაძის მკვლელობას ყოფილი დეპუტატები დავით კირკიტაძე და გივი თარგამაძე "ფეისბუქით" ეხმაურებიან:

დავით კირკიტაძე:

თავზარდამცემი და ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა, საქართველოსთვის თავგადადებული, პატრიოტი კაცი მოკლეს მუხანათურად, ძალიან ვწუხვარ და ვიზიარებ მწუხარებას. მისი სხეული ოკუპანტის და სეპარატისტის არაერთ ჭრილობას უძლებდა. მარადიული დიდება შენს სახელს გენერალო!!!

გივი თარგამაძე:

თავზარდამცემი ცნობაა. სოსო ქუთათელაძე აღარ არის. მოკლეს. იმიტომ კი არა, რომ ჩემი მოადგილე იყო კომიტეტში წლები. წესიერი, პატიოსანი, კარგი ბიჭი. მისი ძმა, ბესო რუსებმა მოკლეს. სოსო ვის უნდა მოეკლა, არც მესმის. გაგიმარჯოს შენ, ჩემო მეგობარო!

რუსთავში გუშინ, ე.წ. სტამბოლის ბაზრობის დირექტორი, ყოფილი პარლამენტარი და გენერალი სამსონ ქუთათელაძე მოკლეს. ეჭვმიტანილის ვინაობა და მკვლელობის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. წინასწარი ინფორმაციით, ქუთათელაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. ბაზრის მოვაჭრეები ამბობენ, რომ გასროლის ხმა არ გაუგიათ და მკვლელობა სავარადოდ მაყუჩიანი პისტოლეტით არის ჩადენილი.

სამსონ ქუთათელაძე 2008-2012 წლებში საჩხერიდან საარჩევნო ბლოკი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის" მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს