"ამ სახლთან მიახლოება არავის უნდოდა"-რა ხდებოდა საშინელებათა სახლში, სადაც მშობლებს 13 შვილი ჰყავდათ დატყვევებული

"ამ სახლთან მიახლოება არავის უნდოდა"-რა ხდებოდა საშინელებათა სახლში, სადაც მშობლებს 13 შვილი ჰყავდათ დატყვევებული

რა ხდებოდა წლების მანძილზე "საშინელებათა სახლში", სადაც სამართალდამცველებმა მშობლების მიერ ნაწამებ 13 ბავშვს მიაგნეს, ამ დრომდე საიდუმლოდ რჩება. ლუის და დევიდ ტურპინებს საკუთარი შვილები ჯაჭვებით ჰყავდათ დაბმული ბინძურ ოთახში, ბავშვებს არ აჭმევდნენ საჭმელს და არ აძლევდნენ კონტაქტის უფლებას უახლოეს ნათესავებთანაც კი.

შემთხვევა კალიფორნიაში, პერისში მოხდა. წყვილის 17 წლის შვილმა მოახერხა თავი დაეხსნა ჯაჭვებისგან, ფანჯრიდან გადამხტარიყო და სამაშველო სამსახურში დაერეკა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი საშინელი სურათი დახვდათ - 13 მშიერი ბავშვი, საშინელ სიბინძურეში, ავეჯზე იყვნენ ჯაჭვებით დაბმული. მშობლები მაშინვე დააპატიმრეს, ბავშვები კი სოციალური სამსახურების მუშაკებმა წაიყვანეს და საჭირო მკურნალობას უტარებენ.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა ტურპინების სახლში მიმდინარე საშინელი ამბების შესახებ, მეზობლები წყვილის უცნაურ საქციელზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ისინი კულტის წევრები ეგონათ.

იხილეთ ვიდეო: საწოლებზე მიჯაჭვული ბავშვები - კალიფორნიაში დააკავეს ცოლ-ქმარი, რომლებიც საკუთარ 13 შვილს აწამებდნე

ცნობილია, რომ დევიდი და ლუიზი ელვის პრესლის თაყვანისმცემლები იყვნენ და რამდენჯერმე განაახლეს საქორწინო ფიცი. ცერემონიაზე გადაღებული ფოტოები მათ "ფეისბუქზეც" განათავსეს, შვილებს ერთნაირი სამოსი აცვიათ.

"ტურპინები ყველასგან განმარტოვებით ცხოვრობდნენ, არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ მეზობლებთან და გვრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ გაურკვეველი კულტის წევრები არიან.

ჰელოუინში ქუჩაზე მცხოვრები ყველა ოჯახის ბავშვები იღებენ მონაწილეობას, თუმცა ტურპინების შვილები არასოდეს დაგვინახავს. თანაც, ჰელოუინზე ტკბილეულის სათხოვნელად ამ უცნაურ ოჯახთან მისვლას ბავშვებიც კი ვერ ბედავდნენ, ეს არის სახლი, სადაც შესვლა არავის სურს," - ამბობს მეზობელი კიმბერლი მილიგანი.

ტურპინების სახლი მათ უბანში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებულია - ის 300 ათას დოლარად არის შეფასებული. გამოცემის Radar Online ინფორმაციით, დევიდს კარგი შემოსავალი ჰქონდა.

ერთ-ერთი მეზობელი, რომელიც ვინაობის გასაჯაროებისგან თავს იკავებს, ამბობს, რომ რამდენჯერმე დაინახა, როგორ ასრულებდნენ ტურპინები შუაღამისას უცნაურ რიტუალს.

"ექიმი ვარ და ხშირად გამთენიისას მიხდება სახლში მოსვლა. დაახლოებით 3 საათი იყო, როდესაც დავინახე, როგორ დადიოდნენ წრეზე მათი შვილები და ერთსა და იმავე ტექსტს იმეორებდნენ. ძალიან უცნაური იყო," - ამბობს მეზობელი.

როგორც აღმოჩნდა, ბავშვების ნახვის უფლება არც ოჯახის სხვა წევრებს ჰქონდათ. ლუიზ ტურპინს და, ელიზაბეტ ფლორსი წლების მანძილზე თხოვდა, ბავშვები ეჩვენებინა, თუნდაც "სკაიპით", მაგრამ ყოველ ჯერზე უარს იღებდა.

"ეს ამბავი უცნაურად აღარ მეჩვენებოდა, რადგან უკვე 20 წელია, ჩემი და შეხვედრაზე უარს ამბობდა. ურთიერთობა უცებ რომ გაეწყვიტა - მაგალითად, 2 წლის წინ, ვიფიქრებდი, რომ რაღაცა ისე ვერ არის... მაგრამ ლუიზმა ჩემს ნახვაზე უარი თქვა მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ არ ჰყავდა შვილები," - ამბობს ელიზაბეტი.

მისივე თქმით, სიძესთან თავს კარგად არასოდეს გრძნობდა. როგორც აღმოჩნდა, კოლეჯში სწავლის დროს, რამდენიმე თვის მანძილზე ელიზაბეტი დის ოჯახში ცხოვრობდა.

"როდესაც შხაპის მისაღებად შევდიოდი, დევიდიც შემოდიოდა აბაზანაში და მიყურებდა. ამბობდა, რომ ეს ხუმრობა იყო, არასოდეს შემხებია," -აღნიშნავს ელიზაბეტი.

ამასთან, ფლორსი იხსენებს, რომ რამდენიმე წლის წინ მისმა მამამ იყიდა თვითმფრინავის ბილეთები, რათა ლუიზი და მისი ოჯახი მოენახულებინა. მამას სურდა, შვილისთვის სიურპრიზი მოეწყო, დაურეკა და უთხრა, რომ რამდენიმე საათში მათთან იქნებოდა, თუმცა ლუიზმა მკაცრად უპასუხა, რომ მამას მათთან გამგზავრებაზე უარი ეთქვა.

მშობლებისგან გათავისუფლებული ბავშები ახლა თავს მშვიდად და დაცულად გრძნობენ, პოლიცია კი ამ დრომდე ადგენს მიზეზს, რის გამო ჰყავდა ტურპინების წყვილს ტყვედ საკუთარი 13 შვილი.

დეტალების შესახებ სამართალდამცველები ჟურნალისტებთან, ჯერჯერობით, არ საუბრობენ და ამბობენ, რომ საზოგადოებას გამოძიების შესახებ ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდიან.

2019/2020 ექსკლუზიური არტ-კოლექცია ყველაზე მოდურ tuc tuc-ში

"2020-მა რომ სიმდიდრე მოგიტანოთ, დეკემბერში 8 კაკალი შეღებეთ“ - რომელ წლებში დაბადებულები გამდიდრდებიან ვირთხის წელში

"არალოგიკური მეჩვენება ჟიურის შეფასებები" -  რას ამბობს  ნათია სუხაშვილი "მასტერშეფის" დატოვების შემდეგ