რუსეთში, ქალაქ ულან-უდეში ნიღბიანი პირი სკოლას თავს დაესხა

რუსეთში, ქალაქ ულან-უდეში ნიღბიანი პირი სკოლას თავს დაესხა

რუსეთში, ქალაქ ულან-უდეში ნიღბიანი პირი N5 სკოლას თავს დაესხა, - ამის შესახებ რუსული სააგენტო ТАСС ბურიატიის სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება.

"ადგილობრივი დროით 09:35 საათზე ერთი ბოროტმოქმედი სკოლაში შევიდა, ნიღაბი გაიკეთა და კაბინეტში, სადაც მე-7 კლასის მოსწავლეებს რუსული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი უტარდებოდათ, "მოლოტოვის კოქტეილი" შეაგდო. კაბინეტში ცეცხლი გაჩნდა, როცა მოსწავლეები და მასწავლებელი კაბინეტიდან გარბოდნენ, ბოროტმოქმედი მათ გასასვლელთან ელოდა და სხეულზე დაზიანებებს აყენებდა", - ნათქვამია განცხადებაში.

"თავდამსხმელი დაკავებულია და საავადმყოფოში იმყოფება, მან თვითმკვლელობა სცადა" , - განუცხადა ТАСС-ს რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სვეტლანა პეტრენკომ.

წინასწარი ინფორმაციით, ულან-უდეს საავადმყოფოში 4 დაშავებულია მიყვანილი, მათ შორის 3 მეშვიდეკლასელია.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"